დევნილები შემწეობის გარეშე

 დევნილებს, რომელთა შემოსავალი 1250 ლარს აღემატება, 2014 წლის 1 მარტიდან, დახმარება შეუწყდებათ. მინისტრის განმარტებით, ცვლილება არ ვრცელდება ყველა ოჯახის წევრზე. მაგალითად, თუკი ოჯახის ერთი წევრის შემოსავალია 1250 ლარზე მეტი, მას შემწეობა შეუწყდება, თუმცა ამავე ოჯახის სხვა წევრს

, თუკი მისი შემოსავალი 1250 ლარზე ნაკლებია, დევნილობის დახმარება შეუნარჩუნდება. პიროვნებას, ვისაც შემწეობა მოეხსნება, შემოსავლის შემცირების შემთხვევაში დახმარება კვლავ აღუდგება. უცვლელი რჩება დევნილობის სტატუსის მინიჭების წესი. დევნილის სტატუსი მიენიჭებათ იმ ახალშობილებსაც, რომელთა ერთ-ერთი მშობელი მაინც დევნილია. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტიც განიხილეს. გადაწყვეტილება დევნილობის შემწეობის გაზრდასთან დაკავშირებით, უცვლელი დარჩა - დევნილთა დახმარება ორმოცდახუთი ლარით გაიზრდება.