სოფელ ჭელაში მუსლიმთა სალოცავზე მინარეთი აღიმართა

ნინო ბაქრაძე

რეკონსტრუქციას აპროტესტებდა რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი. თუმცა, მათ პროტესტს სამუშაოებისათვის ხელი არ შეუშლია. ქართველ მუსლიმთა კავშირმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. ისინი მადლობას უხდიან ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის იმ სტრუქტურებს, რომელთა უშუალო

მონაწილეობით მინარეთთან დაკავშირებული დაპირისპირება მშვიდობიანად დასრულდა. ქართველ მუსლიმთა კავშირი ამ ფაქტს საქართველოში დემოკრატიის გამარჯვების დასტურად მიიჩნევს.