Newscafe

ევროკავშირი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს

ნინო ბაქრაძე

ევროკომისარმა შტეფან ფულემ ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საქართველოს წარმატების მოლოდინის საფუძველი ნამდვილად აქვს. მისი თქმით, სამიტზე დაფიქსირდება საქართველოს პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სხდომაზე ასევე დაისმება ასოცირების ხელშეკრულების საკითხიც. გარდა ამისა, შტეფან ფულემ აღნიშნა, რომ საქართველო იქნება ევროპის პარტნიორი

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ოფიციალურად ხელი ხვალ მოეწერება და მისი ტექსტი საზოგადოებისთვის მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.