„ფრონტლაინ ჯორჯია“ ახალ სივრცეში

ნინო ბაქრაძე

კლუბის პრეზენტაცია 29 ნოემბერს, 19 საათზე გაიმართება. კლუბი „ფრონტლაინ ჯორჯია“ 2010 წლიდან არსებობს. „ფრონტლაინ ჯორჯია“ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლისა და ლონდონის ფრონტლაინ კლუბის თანამშრომლობით შეიქმნა. დროთა განმავლობაში „ფრონტლაინ ჯორჯია“საჯარო დისკუსიებისა და ღონისძიებების სივრცედ ჩამოყალიბდა.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით კლუბმა სოლოლაკში, ლადო ასათიანის 62 გადაინაცვლა. “ფრონტლაინ ჯორჯია” შეხვედრების და ღონისძიებების ციკლის განახლებას ახალ სივრცეში აპირებს. კლუბი ღიაა თანამშრომლობისთვის და მზადაა დაუთმოს თავისი ტრიბუნა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო მოეხელეებსა და სხვებს.