დაკარგულები ახალქალაქში

სომხები და რუსები მათთვის გაცილებით მონათესავე ერები არიან, ვიდრე ქართველები. დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. ახალქალაქში, რომელიც სამცხე ჯავახეთის ერთ-ერთი პატარა კუთხეა ქუჩები ცარიელია. აქ სამოცი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

, თუმცა ქართული მხოლოდ უმცირესობისთვის არის გასაგები.მშობლიური ენა მათთვის სომხურია. ადგილობრივების მტკიცებით, ქართული ენის არ ცოდნა დიდ პრობლემებს უქმნით . მათ უჭირთ განათლების მიღება, შემდგომ კი სამსახურის მოძიება. როგორც ჩანს, ახალქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ბევრი აქვთ სათქმელი და მოსაყოლი , თუმცა უკვე 3 საათია და საარჩევნო ოლქზე მხოლოდ მოსახლეობის ათი პროცენტია დარეგისტრირებული. N 40 საარჩევნო ოლქის დირექტორის ჰასმიკ სიგომონიანის თქმით, სწორედ ქართული ენაა იმის მიზეზი, რომ ახალქალაქში მცხოვრები ადამიანები ვერ ახერხებენ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ამიტომაც სომხები და რუსები მათთვის გაცილებით მონათესავე ერები არიან, ვიდრე ქართველები. მოსახლეობის განცხადებით თბილისში არსებული ქართული ენის შემსწავლელი ერთ წლიანი კურსები პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგანაც ძირეული პრობლემა მაინც სკოლიდან მოდის. ახალქალაქში მცხოვრები ვლადიმერ ავეტისიანი ამბობს, რომ სკოლები კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობას განიცდიან. კლარა პეტროსიანიც მიიჩნევს რომ ქართული ენის შესწავლა სკოლაში სავალდებულოა, თუმცა არა მშობლიური, სომხური ენის ხარჯზე. ახალქალაქის კიდევ ერთი მაცხოვრებელი ჟორა ზოპუნიანის თვლის, რომ ქართული ენის სწავლა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა რეგიონალური ენა მაინც სომხური უნდა იყოს. ვაჩო ვანგოიანი პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილისგან დემოკრატიურ ცვლილებებს მოელის. ის ფიქრობს, რომ მარგველაშვილი გადაჭრის იმ პრობლემებს რომლის მოგვარებაც სააკაშვილმა სომხური დიასპორისთვის ვერ შეძლო . ერთადერთი ახალგაზრდა, რომელიც თავისუფლად საუბრობდა ქართულად ვარუზანია, მისი აზრით ქართულ ენაზე სწავლა მაშინ, როცა მშბლიური სომხურია, ძალიან რთულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ის სომხეთში, და-ძმასთან გამგზავრებას გეგმავს. არჩევნებიც დასრულდა და ახალქალაქში ყოფნის დროც ამოიწურა. ჩვენ სადგურისკენ მივიჩქარით, იქ თბილისში მიმავალი ავტობუსი გველოდება.