ფხენიანი ამერიკის მოქალაქის გასამართლებას გეგმავს

ზაქრო თავბერიძე

44 წლის პაე ჯან-ჰოს (ცნობილი, როგორ კენეტ ბაი) კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ედება ბრალად. 

პაე ჯან-ჰოს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ დეტალები ჯერ უცნობია.

ასევე უცნობია, თუ კონკრეტულად რის საფუძველზე გაასამართლებენ ამერიკის მოქალაქეს. საინფორმაციო სააგენტო მხოლოდ გაურკვეველი მტკიცებულებების არსებობაზე საუბრობს. 

დაკავებულმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი 2012 წლის 3 ნოემბერს ტურისტის სტატუსით გადაკვეთა. საინფორმაციო სააგენტო ირწმუნება, რომ პაე ჯან-ჰო დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ გადატრიალების მოწყობას მართლა ცდილობდა. 
პაე ჯან-ჰოს მოახლოებული გასამართების შესახებ განცხადება გავრცელდა ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე. ცნობილია, რომ მხარეებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით შექმნილ გამოუვალ სიტუაციაზე უნდა ესაუბრათ. 
ამ დრომდე ამერიკულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.