რამდენი ადამიანი იყო 19 აპრილის აქციაზე

ქეთი ჟვანია

Netgazeti.ge: ASSOCIATED PRESS: აქციაზე პროდასავლური პრეზიდენტის 10 ათასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა

“ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩვევნებისათვის ძალების მოსასინჯად გამართულ მასობრივ მიტინზე საბრძოლო მზაობაში მყოფი პრო–დასავლური პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, დაახლოებით, 10 000 ადამიანი შეიკრიბა”, – წერს “ესოშიეთედ პრესი”.

IPN.ge: კობა დავითაშვილის შეფასებით, აქციაზე მაქსიმუმ 7000 კაცი იქნება

კობა დავითაშვილი: "მე რასაც ვხედავ, სულ 7 000 ადამიანი იქნება, ხშირად მაქვს აქციები ჩატარებული და მაქსიმუმ რიცხვს ვამბობ, რომ რაიმე არ დავაკლო და გული არ დავწყვიტო. 5% ზღვარის გადალახვის პრობლემა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და რაის ეროვნული მოძრაობა. მე ვნახე, რომ "დინამოს" სტადიონზე არჩევნების წინ ბევრად უფრო მეტი ადამიანი ჰყავდათ შეკრებილი. თუ ამ ადამიანებს რეალობის გრძნობა სრულად დაკარგული აქვთ და ესე უნდათ ილუზიებში ცხოვრება, იცხოვრონ, მე ხელს არ შევუშლი."

Netgazeti.ge: ირაკლი ღარიბაშვილი: დახლოებით 5-6 ათასი კაცი იყო მოსული

”ჩვენ მოვისმინეთ 2 თვის წინ, რომ ისინი აპირებდნენ რაღაც განსაკუთრებული აქციის ჩატარებას, მოლოდინი იყო ძალიან დიდი, ისინი რაღაც სიურპრიზებს სთავაზობდნენ მოსახლეობას.  თუმცა, მე ვერანაირი სიურპრიზი ვერ ვნახე. ერთადერთი სიურპრიზი იყო ის, რომ მათ რეალურად მოიყვანეს ამომრჩევლის 0.1, 0.2 პროცენტი, დახლოებიოთ 5-6 ათასი კაცი იყო მოსული. ეს არის შეფასება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

EPN.ge: ვანო მერაბიშვილი: თბილისის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა

“როცა დადგა ეჭვისქვეშ საქართველოს ორიენტაცია, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში", - ამის შესახებ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" გენრალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.