გაზის ტარიფი შემცირდა

გიორგი სიხარულიძე

მინისტრის თქმით, 10 %-ით შემცირებული გაზის ტარიფით საქართველოს მოსახლეობა სარგებლობას უკვე დღეიდან შეძლებს. “დაწყებულია ყველა იმ დანაპირების შესრულება, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა

და ჩვენ აუცილებლად ყველა დანაპირებს შევასრულებთ", - აღნიშნა კახი კალაძემ. 64 წლის პენსიონერი, იზოლდა რობაქიძე ამბობს, რომ თავად ტარიფის გაიაფების ფაქტი მისასალმებელია, თუმცა თანხა იმდენად მცირეა, რომ ოჯახებს ვერანაირ შეგავათს ვერ გაუწევს. “იმედი მაქვს ეს იქნება პირველი ნაბიჯი ტარიფების გაიაფებისკენ.” აღნიშნავს რობაქიძე. შეგახსენებთ, რომ გაზის ტარიფი 2007 წლის მაისიდან გაძვირდა და შემდეგი ტარიფები დაწესდა: თბილისის მოსახლეობა, რომელიც დაბალი წნევის გაზის მომხმარებელია, 50,62 თეთრს იხდიდა კუბურ მეტრში, საშუალო წნევის მომხმარებლები 41,07 თეთრს, ხოლო მაღალი წნევის მომხმარებლები 37,37 თეთრს დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით. განსხვავებული ტარიფები დაუწესა სემეკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს, რომელიც 49-55 თეთრამდე მერყეობს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და სადისტრიბუციო კომპანია აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიიღებს.