"არა ოკუპაციას!"

ია პატატიშვილი; მარიამ ფირცხალავა

ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენლებმა მიიღეს. ჯგუფი ვიტამინი, Band of Mellow, ქეთათო, The Jetbird, კონტრაბანდა, Lady Heroine, Z for Zulu, The Balloon Shooters, LOUDspeakers, ლადო ბურდული, ZurGi, Green Room - სწორედ ის მუსიკოსები არიან, რომლებმაც პროტესტი მუსიკის საშუალებით

გამოხატეს. ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ორგანიზატორებმა,ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით, ვიდეოების სერია "არა ოკუპაციას!" გაავრცელეს. თითოეულ რგოლში მონაწილეები ოკუპაციის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს სრული ოკუპაცია მოახდინა.