ვიდეოკამერები ყვითელ მიკროავტობუსებში

მარიამ ფირცხალავა

მარტის დასაწყისში, ტენდერის დასრულების შემდეგ, ვიდეოკამერების დამონტაჟება ეტაპობრივად დაიწყება და სექტემბრისთვის დასრულდება.

„თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძვანელის დავით ასანიძის თქმით, კომპანია, რომელიც კამერებს დაამონტაჟებს ფასისა და ხარისხის მიხედვით შეირჩევა. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება

ის ფაქტორიც, რომ ვიდეოკამერებმა მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას ხელი არ შეუშალოს.

„რამდენიმე მიზეზი არსებობს რის გამოც გადავწყვიტეთ კამერების დამონტაჟება. მგზავრების კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის. რომ არ დაიკარგოს რამე ან ცუდი ფაქტი არ მოხდეს, რაც სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანებში, ფიქსირდება. რომ გადავამოწმოთ  ქურდობის ან დაკარგვის ფაქტები, კიდევ იმისთვის რომ გადავამოწმოთ მძღოლები, რომლებიც ამბობენ, მგზავრი არ გვყავს და ფული არ შემოგვდისო, რაც ბოლო დროს ყბადაღებული თემა გახდა “- აღნიშნავს დავით ასანიძე. 

ვიტალი ნესუაშვილი, რომელიც ნომერ 15 სამარშრუტო ხაზზე მუშაობს, კამერების დამონტაჟებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„ქურდობა არც ახლა ხდება, არც ის არის სწორი, ვიდეოკამერები, რომ  დააყენონ. ზოგი თვითონ ჩადის ისე რომ ფულს არ იხდის, ზოგი წლოვან ბავშვს არ უხდის საფასურს და ეს ყველაფერი გვაკლდება ჩვენ, მძღოლებს.ვერ გეტყვით კამერების საშუალებით სწორად როგორ გამოთვლიან რამდენმა მგზავრმა არ გაიდაიხადა თანხა. თან შაბათ-კვირას აქ ხაზზე მუშაობა არ არის. ყოველ შაბათ-კვირას ვზარალობთ ჩვენ. იანვარი, თებერვალი, ივლისი და აგვისტო, კი ისეთი თვეებია, როდესაც, ჩვენი ჯიბიდან ვადებთ ფულს.“ - ამბობს ვიტალი ნესუაშვილი.

 

49 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ნუკრი კაპანაძე აღნიშნავს, რომ კამერების საშუალებით, მგზავრთა რაოდენობის დათვლა, ზუსტად ვერ მოხერხდება. 

„დღეში 10 ეგრეთ წოდებული“ მუქთა მგზავრი“ მაინც არის, კამერები მაგათ ვერ დააფიქსირებენ, ჩვენ ხომ ვერ მივუთითებთ, მათზე. იქნება პრობლემები რა თქმა უნდა, მაგას როგორ დაარეგულირებენ ვერ გეტყვით. დანარჩენ შემთვევაში, ჩვენთვის სულერთია, შეგვამოწმონ როგორც უნდათ, რანაირადაც უნდათ. ჩვენ ჩვენი ხელფასი გადაგვიხადონ და რაც უნდათ ის უქნიათ.“- აღნიშნავს ნუკრი კაპანაძე.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, მძღოლებს ყოველდღიურად შესატანი თანხა მგზავრთა რაოდენობის მიხედვით განესაზღვრებათ. ამ დროისთვის, გადასახადი  ხაზების მიხედვითაა დაწესებული.