Smaller Default Larger

ალტერნატიული ტ ი ფ ლ ი ს ი

 

  

 

 

“ტიფლისი”  GDS-ის ახალი პროექტია, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. ერთი კვირის წინ ტელესერიალის ფეისბუქის გვერდს 9000-მდე მოწონება ჰქონდა, დღეს ეს ციფრი 13 000-ია. კრიმინალურ დრამაში, რომელიც კვირაში ერთხელ გამოდის, სიუჟეტი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ვითარდება. 

ზღაპრული ფენტეზის “ ანო და ვანოსა” და მისტიკური კომედიის “პანიკის გარეშე”-ს შემდეგ, თვითნასწავლი რეჟისორისათვის “ტიფლისი” მესამე პროექტია.

 

ინტერვიუ ლევან დაბრუნდაშვილთან 

 

ძლივს მოვახერხე შეგვხვედროდი, როგორც ჩანს ძალიან ბევრს მუშაობთ.


სულ !!!

 

სად იღებთ?


ძირითადად თბილისში ან მის შემოგარენში. მაგალითად, ტყე გვჭირდებოდა და საპატრიარქო დაგვეხმარა. ნაკრძალი ტყე აქვთ რუსთავის გზატკეცილზე და კონკრეტული სცენებისთვის ეს ლოკაცია გამოვიყენეთ. დანარჩენი, ძირითადად ძველი თბილისის ქუჩები და გრაფიკანარევი კომპოზიციაა.

 

“ტიფლისში” სიუჟეტი XIX საუკუნის ბოლოს ვითარდება, რატომ 1895?


ეს ციფრი პირობითია და სიუჟეტში წარმოდგენილი ქალაქიც მხოლოდ ალტერნატიული თბილისია. სახელწოდება “ტიფლისი” კომერციული ხერხია ქართველი მაყურებლის მოსაზიდად, თორემ შეგვეძლო რამე სხვა სახელი დაგვერქმია. მეცხრამეტე საუკუნე კი ალბათ იმიტომ ავარჩიეთ, რომ კულტურული თვალსაზრისით ამ პერიოდში ყველაზე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყო თბილისური ცხოვრება. მოდა, ხელოვნება, მხატვრობა, იმაზე მეტად იყო განვითარებული, ვიდრე დღეს არის.

 

პერსონაჟები მთლიანად გამოგონილი ხასიათებია, თუ შეიძლება მათ უკან რეალური ადამიანები დავინახოთ?


ნებისმიერ პერსონაჟი ვიღაცის ინსპირაციით არის შექმნილი, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ვინმე კონკრეტულ, ცნობილ, ისტორიულ პიროვნებას გულისხმობთ, არა, მხოლოდ მოგონილი ხასიათებია.

 

სცენართან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. XIX საუკუნის ბოლოს პერსონაჟები თანამედროვე ქართულით, თითქმის სლენგითც საუბრობენ. ხშირ შემთხვევაში ასეთი მომენტები, კომიკურ ხასიათს აძლევს სიუჟეტს და სასაცილოა, მაგრამ სერიალის შესახებ კრიტიკა ძირითადად ამ მიმართულებით მესმის.


უცნაურად კრიტიკულია ქართველი მაყურებელი, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიკვირს, ეს შენიშვნა ახალგაზრდებისგან რომ მესმის. გადავხედოთ მსოფლიო კინომატოგრაფს. ნუთუ, ვინმეს ჰგონია, რომ მაგალითად შერლოქ ჰოლმსში, პერსონაჟები ძველ ბრიტანული აქცენტით საურობენ? დათა თუთაშხიაშიც კი არ მეტყველებენ იმ დროისათვის სახასიათო სალაპარაკო ენით და მხოლოდ კუთხური კილოებია ხაზგასმული. რომ შემეძლოს ხვალ ან ზეგ ცხრა ძმა ხერხეულიძე, ან დავით აღმაშენებელი გადავიღო, ისევ თანამედროვე ქართულით ვალაპარაკებ გმირებს. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ასეთია.

 

როგორ იმუშავეთ ფილმის მხატვრობაზე, როგორ შეიქმნა ანტურაჟი, კოსტიუმები?


როგორც უკვე გითხარით ეს ალტრენატიული თბილისია. მხოლოდ არქივს გადავხედეთ და ვეცადეთ საერთო სტილისტიკა არ დაგვეღვია. არ გაგიჩნდათ შეკითხვა რატომ არსად ჩანს რუსული წარწერები, მაღაზიებზე, სამჭედლოზე? იმიტომ რომ ამოვიღეთ ეს ყველაფერი და ჩვენეული ვარიანტი შევქმენით, თბილისი უბრალოდ სახელია.

 

+18-ზეც უნდა გკითხოთ, არც ისე ხშირია გულახდილი სცენები ქართულ კინოსა და სერიალებში, რამდენად რეალურია ეს შეზღუდვა, რა სცენებს უნდა ველოდოთ?


კანონი გავალდებულებს, ასე. სერიალში რამდენიმე ძალადობის და საროსკიპო სცენებია, რაც ბავშვებისათვის არ არის მიზანშეწონილი.

 

რა დრო სჭირდება თითო სერიის გადაღებას?


ძალიან ჩქარა ვმუშაობთ, რადგან დროში შეზღუდულები ვართ. თითო სერიის გადაღებას 10- დან მაქსიმუმ 15 დღემდე ვანდომებთ: ხან მსახიობების არ ყოფნა გვიშლის ხელს, ხან ამინდი.

 

რამდენი სეზონის გადაღებას გეგმავთ? რამდენი სერია იქნება თითო სეზონში?


რვა სერია იყო დაგეგმილი მაგრამ ვერ ვასწრებთ, ამიტომ პირველ სეზონში მხოლოდ შვიდი სერია იქნება, მეორე სეზონში რვა ან ცხრა.

 

2011 წელს თქვენივე სცენარით “ანო და ვანო” გადაიღეთ. რა გამოცდილება მიიღეთ ამ ფილმიდან რაც შემდეგ “ტიფლისის” გადაღებებებისას დაგეხმარათ და გაითვალისწინეთ?


ნებისმიერი ნაბიჯი გამოცდილებაა, ანო და ვანო პირველი მცდელობა იყო, სადაც დიდი რისკი გავწიეთ. ეს პროექტი მთლიანად კომერციაზე იყო გათვლილი … ეხლა რომ ვუყურებ მეცინება, თუმცა იმ ბიუჯეტის პირობებში რაც გვქონდა, კიდევ კარგად ვუმუშავეთ. 30 000 ლარი დღეს რიგითი რეკლამის გასაკეთებლად იხარჯება, ჩვენ კი ამ თანხით სამი წლის წინ ფილმი გადავიღეთ. ამ ფილმში პროდიუსერიც, რეჟისორიც, სცენარისტიცა და ოპერატორიც მე ვიყავი. ზოგადად ალბათ არაა კარგი “ყველაფრისტი” რომ ხარ, ჯობია ერთი აკეთო და კარგად, მაგრამ თუ სხვა შესაძლებლობა არ გაქვს და თან შეგიძლია, რა მოცემულობაც გაქვს, იმაში უნდა იმუშაო.

 

ფილმის გადაღება უფრო საინტერსოა თუ სერიალის?


პრინციპი ერთი და იგივეა, თუმცა კინოს მაინც სხვა სიამოვნების მონიჭება შეუძლია. მისი მუღამი ის არის, რომ წინასწარ, მკაცრად გაწერილ პატარა მონაკვეთში განავითარო პესონაჟი, თავისი ხასიათით და სასიცოცხლო კოდით. სერიალში კიდევ ნებისმიერი გამვლელი შეგიძლია უცებ შემოიყვანო, ბედი დაუწერო და მთავარ გმირად აქციო. რა თქმა უნდა, ფილმის კეთება მირჩევნია.

 

“ტიფლისშიც” და “ანო და ვანოშიც” თითმქმის ერთი და იგივე მსახიობები თამაშობენ, შერჩევის რა კრიტერიუმები გაქვთ?


დავიწყოთ იქიდან რომ საქართველოში კინოსკოლა არ არის, ხოლო ვინც ნიჭიერია, ის დასაქმებულია. გამოცდილებაც მნიშნველოვანია, რადგან წინასწარ იცი ვინ რისი გამკეთებელია. ბუნებრივია, ასე გადაღებების დროს ატმოსფეროც უფრო მეგობრულია. ჩვენი სცენარის შემთვევაში, რამდენიმე პერსონაჟი თვითონ მსახიობის ინსპირაციით შევქმენით, რამდენიმე შემდეგ შევარჩიეთ.

 

ალბათ თავადაც უყურებთ სერიალებს, რომელი თანამედროვე ამერიკული სერიალი/ები მოგწონთ?


ბოლო ერთი წელია რაც ამერიკული სერიალების ყურება დავიწყე და ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა საავტორო კინოს მუდამ ექნება თავისი ადგილი, მაგრამ ფაქტია რომ სერიალები სულ უფრო და უფრო პოპულარული და საინტერესო ხდება. კარგ ამბავს საათნახევარში აღარ გიმთავრებენ და ეს ტენდენცია აშკარად შეინიშნება. ჩემი ფავორიტი True Detective-ია, შეიძლება ითქვას საიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ასე მგონია სულ სხვა ჟანრი შემოიტანეს. მის შემდეგ ალბთ Game of Throne-ს და Boardwalk Empir-ს დავასახელებ.

 

 

 არჩილ ჩიტიძის ფოტო

 

 

ახალი ამბები

შშმ პირებისთვის ქალაქში გადაადგილება ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

დღის ხუთი საათვისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში ამომრჩეველთა 36.71%  მივიდა.

"მოულოდნელი იყო ის მხარდაჭერის ტალღა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ვიგრძენი"

Loading radio ...