Smaller Default Larger

,,ჩვენ არ გვყავს გეი ხალხი ქალაქში,,

,,ჩვენ არ გვყავს გეი ხალხი ქალაქშ,,-განცხადება ამასთან დაკავშირებით სოჭის ოლიმპიადის მასპინძელმა, სოჭის მერმა-ანატოლი პახომოლოვმა გააკეთა.

პახომოლოვის განცხადებით, არატრადიციული ორიენტაციის ის  ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ რუსეთის კანონმდებლობას და თავიანთი ცხოვრების წესს სხვას არ ახვევენ თავს,  მიწვეულნი არიან სოჭის ოლიმპიადაზე. ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის თქმით, სოჭში რამდენიმე გეი ბარია აშენებული. 

2013 წლის ივნისში რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მხრიდან მათივე ცხოვრების წესის სხვისთვის თავს მოხვევა კანონით ისჯება. ამის მიუხედავად, ანატოლი პახომოლოვმა BBჩ-ის გადაცემა პანორამაში განაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური  ორიენტაციის ადამიანებისთვის სოჭის თამაშებზე დასწრება მისაღებია. 

გადაცემა პანორამა-ს ჟურნალისტი ჯონ სვინი სოჭში ერთ-ერთ გეი ბარს ესტუმრა. იქ მომუშავე ერთერთი ქალბატონის თქმით, რუსეთის სხვადასხვა მხარეში გეი ხალხის გაერთიანებებია ჩამოყალიბებული. სოჭში კი, დღესდღეობიტ ორი გეი კლუბი არსებობს. 

რუსეთის ყოფილი  ვიცე პრემიერი, ამჟამად კი, ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი, მერის განცხადებას სასაცილოს უწოდებს. 

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალებს შეუძლიათ ოლიმპიურ თამაშებს დაესწრონ და რომ რუსეთი არ კრძალავს არატრადიციულ ურთიერთობებს, ის მხოლოდ ეწინააღმდეგება პედოფილიის  პროპაგანდას.    

ახალი ამბები

შშმ პირებისთვის ქალაქში გადაადგილება ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

დღის ხუთი საათვისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში ამომრჩეველთა 36.71%  მივიდა.

"მოულოდნელი იყო ის მხარდაჭერის ტალღა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ვიგრძენი"

Loading radio ...