შესაძლოა, საქართველომ შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღოს

17 დეკემბერი 2014
ავტორი Nata Bitsadze

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით,  შესაძლოა საქართველომ და უკრაინამ 2015 წელს შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღონ.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ უვიზო მიმოსვლის უფლება რიგაში მომავლი წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიღონ.

,,ჩემს იდეალურ სამყაროში არსებობს მინიმუმ ერთი, ან უფრო მეტი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანა, სადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამა გაუმჯობესებულია", - განაცხადა რინკევიშმა და აღნიშნა, რომ უკრაინა პროცესებს უმნიშვნელოდ ჩამორჩება,  თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემებია.

შეგახსენებთ, რომ ლატვია 2015 წლის იანვარში, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გახდება.