ლავროვი: რუსეთი გაუძლებს ზეწოლას და უფრო გაძლიერდება

17 დეკემბერი 2014
ავტორი Nata Bitsadze

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ნატო მტერი არ არის. თუმცა აღნიშნა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურის ევროპის აღმოსავლეთით განთავსება რუსეთის სამხედრო დოქტრინაში საფრთხედ არის აღქმული.

 

ლავროვის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი ალიანსი იყო და ერთადერთი ფორმატი, რომელიც ამჟამად შენარჩუნებულია, ნატო-რუსეთის საბჭოა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთი გაუძლებს ზეწოლას და კიდევ უფრო გაძლიერდება.