Smaller Default Larger

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს წერილი გაუგზავნა

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს წერილი გაუგზავნა, სადაც პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ რატიფიცირების პროცესი კარგად ჩაივლის. ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.
 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ხვალ მოახდენს. როგორც ცნობილია რატიფიცირების პროცესს არ ესწრება საქართველოს მთავრობის დელეგაცია. მას პარლამენტის თავმჯდომარე უნდა დასწრებოდა,  თუმცა, დავით უსუფაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სტრასბურგში ჩასვლას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებს, რომ რატიფიცირების პროცესს სტუმრის სახით დაესწრება.

Loading radio ...