ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას საქართველოს მთავრობა არ დაესწრება

16 დეკემბერი 2014
ავტორი Nata Bitsadze

ბრიუსელში რატიფიცირების პროცესს საქართველოდან პარლამენტის თავმჯდომარე უნდა დასწრებოდა. თუმცა, დავით უსუფაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე დასწრებას ვერ ახერხებს.

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას  იგი სტუმრის სტატუსით დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ბრუსელში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი იწყება. ჯერ დაგეგმილია დებატები, ხოლო შემდეგ კი ევროპარლამენტი ისტორიულ დოკუმენტს უყრის კენჭს.