Smaller Default Larger

ეგროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევრო გამოუყო

ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის 30 მილიონი ევრო გამოუყო. მინისტრის თქმით, უკვე ცნობილია თუ რას მოხმარდება აღნიშნული თანხა.

,,თანხა მომხარდება რეგიონების მუნიციპალიტეტების თანამშრომლების გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, რეგიონების დაბალანსებასა და მიმართულებების მიცემას. ასევე მიდის მუშაობა რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით არ იყოს განსაკუთრებული თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი და რეგიონებში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა ხდებოდეს," - აღნიშნა შავლიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომიის ვებ გვერდზე რამდენიმე დღის გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო დახმარების სახით 46 მილიონ ევროს მიიღებდა, ხოლო აშშ-სგან -  30 მილიონ დოლარს.

Loading radio ...