Smaller Default Larger

საქართველო ევროკომისიისგან 46 მილიონ ევროს მიიღებს

ევროკომისია საქართველოს დახმარების სახით 46 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ევროკომისიის ცნობით, მემორანდუმს ხელი ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში პიერ მოსკოვიციმ მოაწერა.

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რეფორმების გაზრდას, ასევე ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მცდელობას," - განაცხადა პიერ მოსკოვიციმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დახმარების სახით საქართველო აშშ-სგანაც მიიღებს 30 მილიონ დოლარ დახმარებას.

Loading radio ...