Smaller Default Larger

პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პროექტის მოცულობა 8 მილიარდს აღემატება.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიზანი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა და ეკონომიკური სტაბილურობის განვითარებაა. ასევე საბიუჯეტო პრიორიტეტად რჩება სოციალური და ჯანდაცვის სფეროებიც.

ხადურის აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 127 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 785 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის ცნობით, ბიუჯეტის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დაფინანსების სამი მილიონი ლარით ზრდას ითვალისწინებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის – დამატებით 800 ათასი ლარით, ხოლო ცესკოსთვის 500 ათასი ლარია გათვალისწინებული.

Loading radio ...