Smaller Default Larger

პური - უბრალოდ გემრიელი თუ არსებობისთვის სავალდებულო?!

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საშუალოდ, ზრდასრული ადამიანი წლის მანძილზე 120 კილოგრამამდე პურს მიირთმევს. შესაძლოა ჩვენი დღიური რაციონი არც ისე მდიდარი იყოს საკვების მრავალფეროვნებით, მაგრამ პური მაინც შეუცვლელია. ჩვენ ვსაუზმობთ, ვსადილობთ, ვვახშმობთ და ისე მივირთმევთ დღეში 200-300 გრამ პურს რომ ვერც კი ვამჩნევთ.

ვრცლად...

გაზიანი სასმელი ბავშვებში აგრესიულ ქცევას იწვევს

 

შაქარი, საღებავები, კარმაზინი, ორთოფოსფორის მჟავა, კოფეინი, ბუნებრივი არომატოზატორები და ნახშირორჟანგი, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც გაზიანი ტკბილი სასმელი შეიცავს. The Journal of Pediatrics-ის კვლევის მიხედვით, გაზიანი, ტკბილი სასმელის მოხმარება ბავშვებში უყურადღებობას, სიჯიუტეს და აგრესიულ ქცევას იწვევს.

ვრცლად...

წერილი აჭარიდან

დილის 9 საათზე მანქანაში ვსხედვართ. ნიუსკაფეს ჟურნალისტები რეპორტაჟების გასაკეთებლად ბათუმში მივდივართ. ოთხი დღე სულ უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ცოტა-ცოტა დასვენების იმედიც გვაქვს. ბათუმში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. არც რეკონსტრუქციამდელი ქალაქი მახსოვს კარგად. შევდივართ თუ არა, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. ახალ შენობებს ვეძებ. კოლხი მედეას ძეგლის წინ მდგარი უცხოელი ტურისტებისგან არაფრით გამოვირჩევი.

ვრცლად...

აჭარელი ეკომიგრანტები თავშესაფარს ორ თვეზე მეტია ითხოვენ

ეკომიგრანტებს მაღალმთიანი აჭარიდან საცხოვრებელი სახლების იძულებით დატოვება უკვე მეორედ უწევთ. წალკაში მცხოვრები 3000-მდე ოჯახი ამ საფრთხის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც საბერძნეთში მაცხოვრებელმა ბერძნებმა წალკაში კუთვნილ ბინებში დაბრუნება დაიწყეს.

ვრცლად

მამაკაცების “ქალური” მოდა

ბოლო მოდური ტენდენციებით მამაკაცების კოლექციაში “ქალური” სამოსი ჭარბობს. გასულ კვირას, ლონდონში, მოდის ჩვენებაზე ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. მამაკაცის ტანსაცმელი, ქალური აქცენტებით. მოდის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მალე ეს ტენდენცია ისეთივე პოპულარული გახდება მოდის სამყაროში როგორც შავი ფერი. ჯვ. ანდერსონმა, რომელიც ცნობილია ქალური და მამაკაცური სტილის ერთმანეთში არევით ამჯერად საზოგადოება

ვრცლად...

მამაკაცების “ქალური” მოდა

 

ბოლო მოდური ტენდენციებით მამაკაცების კოლექციაში “ქალური” სამოსი ჭარბობს.

გასულ კვირას, ლონდონში, მოდის ჩვენებაზე ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. მამაკაცის ტანსაცმელი, ქალური აქცენტებით.

ვრცლად...

მოსახლეობა ასათიანის ქუჩაზე მდებარე პარკის შენარჩუნებას ითხოვს

ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული 37 541 კავდრატული მეტრი პარკის ტერიტორია სახელმწიფომ კერძო ინვესტორზე გაასხვისა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექტის მშენებლობას გეგმავს.მოსახლეობა პარკის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას ითხოვს და მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

ვრცლად

წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

 26 ივნისი, წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, მშვიდობის ხიდზე აღინიშნა. აქციის მონაწილეებმა წამების აკრძალვასთან დაკავშირებული მოსაზრებები ქაღალდის ნავში მოათავსეს და მტკვარში გაუშვეს.

ვრცლად

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ- რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

ჩემიბერლინისშეგრძნებებიმატარებლიდანიწყება.. იმისმიუხედავად, რომდასაჯდომიადგილებითავისუფალიიყო,

Loading radio ...