Smaller Default Larger

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ლექტორი: თიკო ცომაია

 

მონაცემები, კანონმდებლობა, აქტივობები

 კესო სანიკიძე

საქართველოს ნარკოპოლიტიკა  ჟამთა და მთავრობათა ცვლას არ სცნობს, არ რეაგირებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე და რჩება დასჯაზე ორიენტირებული.  სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ოფიციალური მონაცემები ან არ მოიპოვება, ან არასრულია, ან ურთიერთგამომრიცხავი.  რთულია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ვითარების შეფასება არასრული ინფორმაციის გამო.    

მონაცემები:

2009-2014 წლის მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ  ნარკო-დანაშაულის მატების პროპორციულად მატულობს  ამ დანაშაულისათვის ამნისტირებულთა რიცხვი. სავარაუდოდ, ნარკოტიკების მომხმარებლების დაპატიმრებას მოყვება მათი ამნისტირება და შემდეგ კვლავ დაპატიმრება.

2009 - 14 წლის  საქსტატის მონაცემებით,  ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღებისთვის 12530 პირი დაისაჯა, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.33% შეადგენს. 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე მსჯავრდებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნებოდა.  2012 წლის შემდეგ კი მსჯავრდებულთა რიცხვი ისევ განაგრძობს მატებას და აჭარბებს გასული წლების მონაცემებს.

drugchart4.PNG

წყარო: geostat:ge

 

კანონმდებლობა:  მცირე ცვლილებები და აღსრულება   

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ქართული კანონმდებლობით  კრიმინალიზებულია, მცირე  შესწორებების ფონზე  გრძელდება ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკა.

‘’ 2013 წლამდე, ბრძანების თანახმად, პოლიციას უფლება ჰქონდა, მოქალაქეები ქუჩაში ნარკოტიკული თრობის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ე.წ. „გონივრული ეჭვის“საფუძველზე დაეკავებინა.   2013 წელს „კანონში პოლიციის შესახებ“, „გონივრული ეჭვი“ შეიცვალა ფორმულირებით „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცედურა ისევ იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას.’’ - აცხადებს მარიამ ღვინიაშვილი, ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი. 

ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონით დადგენილი სასჯელის შემსუბუქების ერთად ერთი მექანიზმი  საპროცესო გარიგებაა. საპროცესო გარიგება პროკურორსა და ბრალდებულს შორის  შეთანხმებას გულისხმობს, რომლითაც პროკურორი, თავის დამნაშავედ ცნობის სანაცვლოდ ბრალდებულს ბრალდების ან/და სასჯელის იმაზე უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე მას ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის გზით შეიძლება მიიღოს. საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/მოხმარებისთვის 10 000 ლარიანი საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

“  როცა საპროცესო გარიგება ვერ ხერხდება ამოღებული ნივთიერების დიდი ოდენობის  გამო, ამ შემთხვევაში სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.’’-  აცხადებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი გიორგი მაისურაძე.

კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირს ჩამოერთმევა მთელი რიგი უფლებები: მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობისა ან აფთიაქის დაფუძნების უფლება.  

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ლექტორი: თიკო ცომაია

 

მონაცემები, კანონმდებლობა, აქტივობები

 კესო სანიკიძე

საქართველოს ნარკოპოლიტიკა  ჟამთა და მთავრობათა ცვლას არ სცნობს, არ რეაგირებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე და რჩება დასჯაზე ორიენტირებული.  სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ოფიციალური მონაცემები ან არ მოიპოვება, ან არასრულია, ან ურთიერთგამომრიცხავი.  რთულია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ვითარების შეფასება არასრული ინფორმაციის გამო.    

მონაცემები:

2009-2014 წლის მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ  ნარკო-დანაშაულის მატების პროპორციულად მატულობს  ამ დანაშაულისათვის ამნისტირებულთა რიცხვი. სავარაუდოდ, ნარკოტიკების მომხმარებლების დაპატიმრებას მოყვება მათი ამნისტირება და შემდეგ კვლავ დაპატიმრება.

2009 - 14 წლის  საქსტატის მონაცემებით,  ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღებისთვის 12530 პირი დაისაჯა, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.33% შეადგენს. 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე მსჯავრდებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნებოდა.  2012 წლის შემდეგ კი მსჯავრდებულთა რიცხვი ისევ განაგრძობს მატებას და აჭარბებს გასული წლების მონაცემებს.

drugchart4.PNG

წყარო: geostat:ge

 

კანონმდებლობა:  მცირე ცვლილებები და აღსრულება   

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ქართული კანონმდებლობით  კრიმინალიზებულია, მცირე  შესწორებების ფონზე  გრძელდება ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკა.

‘’ 2013 წლამდე, ბრძანების თანახმად, პოლიციას უფლება ჰქონდა, მოქალაქეები ქუჩაში ნარკოტიკული თრობის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ე.წ. „გონივრული ეჭვის“საფუძველზე დაეკავებინა.   2013 წელს „კანონში პოლიციის შესახებ“, „გონივრული ეჭვი“ შეიცვალა ფორმულირებით „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცედურა ისევ იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას.’’ - აცხადებს მარიამ ღვინიაშვილი, ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი. 

ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონით დადგენილი სასჯელის შემსუბუქების ერთად ერთი მექანიზმი  საპროცესო გარიგებაა. საპროცესო გარიგება პროკურორსა და ბრალდებულს შორის  შეთანხმებას გულისხმობს, რომლითაც პროკურორი, თავის დამნაშავედ ცნობის სანაცვლოდ ბრალდებულს ბრალდების ან/და სასჯელის იმაზე უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე მას ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის გზით შეიძლება მიიღოს. საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/მოხმარებისთვის 10 000 ლარიანი საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

“  როცა საპროცესო გარიგება ვერ ხერხდება ამოღებული ნივთიერების დიდი ოდენობის  გამო, ამ შემთხვევაში სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.’’-  აცხადებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი გიორგი მაისურაძე.

კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირს ჩამოერთმევა მთელი რიგი უფლებები: მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობისა ან აფთიაქის დაფუძნების უფლება.  

ახალი ფსიქოატიური ნივთიერებები

ახალი ფსიქოატიური ნივთიერებები

საქართველოს პარლამენტმა   „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ’’ კანონი 2014 წლის, 16 აპრილს მიიღო.

კანონმდებლობა:

მიღებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე, მუხლში, რომელშიც ნივთიერებების ქიმიური შენაერთების, 9 კლასის,  20 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება შედის ნათქვამია:

 

‘’1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით.

 

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე.’’

 

ასევე, კანონით იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება -  საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან საქართველოდან გატანა.

მას შემდეგ რაც კანონით აიკრძალა ზოგიერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება, 2014 წელს  87 პირი იქნა მათი მოხმარებისათვის ბრალდებული.   თუმცა,  გატარებული ღონისძიებების შედეგების შეფასება   ფაქტობრივი და სტატისტიკური მონაცემების  ხელმიუწვდომელობის გამო შეუძლებელია.  

პირველ რიგში,   2015-2016 წლის ოფიციალური მონაცემები  არ არის გამოქვეყნებული. 2013-2014 წლების მონაცემთა შეფასებისას,  შინაგან საქმეთა სამინისტრო სიმართლეს მალავს, რადგან ერთის მხრივ, აცხადებს, რომ ბიოპლანთან დაკავშირებული ნარკოდანაშაულების რიცხვმა  იკლო, მაგრამ  ამ ინფორმაციას მხოლოდ   2013 წლის  მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, ხოლო 2014 წლის მონაცემების გრაფა ცარიელია, შესაბამისად შედარება შეუძლებელია.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის პირველ ყოველკვარტლურ ანგარიშში  ნათქვამია, რომ  ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების ბრუნვის ფაქტები საკმაოდ დიდ მასშტაბებში კანონის მიღებამდეც ფიქსირდებოდა, მაგრამ მათი აღკვეთა საკანონმდებლო ბაზის არქონის გამო ვერ ხერხდებოდა.  

კანონის ამოქმედების შემდეგ, 2014 წლის 1 მაისიდან - 15 აგვისტომდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტზე 84 სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული .’’   

შსს ვებ-საიტზე  მოთავსებული მასალების მიხედვით,  “ბიოს” მოხმარების ბოლო შემთხვევა, 2016 წლის, 13 ოქტომბერს დაფიქსირდა. 150 შეკვრა ‘’ბიოს’’ შეძენა შენახვისთვის, 1968 წელს დაბადებული,  ერთი პირი დააკავეს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით) დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას  შვიდიდან თოთხმეტ წლამდე გულისხმობს.

შსს-ს ანგარიშში ხაზია გასმული სამართალდამცავებისა და სახელმწიფოს ეფექტურ მუშაობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება  ეთმობა  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიების გვერდზე, სიტყვა ‘’ბიო’’ -ზე 186 ამბავი იძებნება.   მათგან ნაწილი კანონდარღვევებს შეეხება, ნაწილი კი სხვადასხვა კამპანიებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. 

2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ანტინარკოტიკული კამპანია -  ‘’არა ბიონარკოტიკს’’ დაიწყო.  ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კამპანიის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ე.წ ‘’ბიოს’’ შესახებ ტრენინგი უტარდებოდათ. განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2014 წელს საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა დისციპლინებში ანტინარკოტიკული და ანტინიკოტინური თემები შევიდა, ასევე განხორციელდა თემატური კონკურსები, კონფერენციები და კამპანიები.  

მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე  ნათქვამია, რომ კამპანიის  განხორციელების შედეგად, ‘’ბიონარკოტიკის’’ მოხმარების მაჩვენებელმა იკლო:   “კამპანიის მთავარმა გზავნილებმა მოსახლეობის ყველა სეგმენტამდე, განსაკუთრებით, ამ კუთხით ყველაზე მოწყვლად ჯგუფამდე - ახალგაზრდობამდე მიაღწია, რამაც, ბუნებრივია, ხელი შეუწყო ნარკოტიკების მოხმარების კლებასა და ნარკომოხმარების პრევენციას ქვეყანაში. ‘’   .    

‘’რთულია იმის თქმა რამდენად შედეგის მომცემია კამპანიები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს. კვლევები,  თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლა  არ ტარდება. ხშირ შემთხვევაში საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა კვლევას არ ხდება მონაცემების ანალიზი და სათანადო რეაგირება ’’ ამბობს ზაზა ჩიქოვანი. ჩიქოვანი დასძენს, რომ ‘’ საქართველოს ნარკოპოლიტიკა მიწოდების შემცირებაზე ორიენტირებულია, მოთხოვნის შემცირებაზე კი მუშაობა სამწუხაროდ არაეფექტიანად მიმდინარეობს”.  

ქვეყანაში   2011 წლიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ამოქმედდა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, 2012-13 წლებში შემუშავდა და საბჭოს მიერ დამტკიცდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის  სამოქმედო გეგმა, რომელიც პარლამენტში ამჟამად განიხილება დასამტკიცებლად.    

ალტერნატივა საქართველოს წარმომადგენელი ნათია თოფურია სამოქმედო გეგმის შეფასებისას ამბობს, რომ - ‘’დღესდღეობით შემუშავებული სტრატეგიის მთავარი მიმართულება მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირებაა. ასევე სტრატეგიაში გათვალისწინებულია ზიანის შემცირება, სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა, კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა, კვლევა და ინფორმაციის ანალიზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი მზად არის და სამოქმედო გეგმაც დეტალურად არის გაწერილი,  ქვეყნის პარლამენტის მიერ  დოკუმენტები ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. შესაბამისად რთულია დასკვნების გაკეთება.‘’

მომხმარებელთა ისტორიები

მომხმარებელთა ისტორიები

users

 

ისტორია I

სალომე ბეჟანიძე

რეალობიდან გაქცევა გიორგიმ ერთი წლის წინ ,   მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა.

“ნაპასს რომ დაარტყამ, დაახლოებით ხუთ ათ წამში  გადიხარ სხვაგან, ძაან შორს”- სადარბაზოს კიბეებთან ჩამომჯდარი, სიგარეტით ხელში ყვება გიორგი “ბიოთი” გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე. ამბობს, რომ  ცოტა ხნის წინ სიკვდილს ძლივს გადაურჩა “სპაისის” მოწევის გამო. -”გათიშვამდე გული წამივიდა  გავიღვიძე საავადმყოფოში, დაახლოებით ექსვი, შვიდი საათი ვიყავი საავადმყოფოში” ,- იხსენებს გიორგი.

მსგავსი პრობლემებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყოველდღე მინიმუმ ერთი პაციენტი მაინც  ხვდება, აღნიშნავს საავადმყოფოს ექიმი. ”ბიოს” მოხმარების შედეგად ზოგი მათგანი უგონო მდგომარეობით შემოდის, ზოგიც ძლიერი თავის ტკივილებით, გულყრებით. პაციენტებს უტარდებათ პირველადი დახმარება, გადასხმები და გამორეცხვა,”-  ამბობს ექიმი.

გიორგი იხსენებს, რომ   პირველად “ ბიო” მეგობრებმა კლუბში წასვლამდე გაასინჯეს. “ ბევრნი  ვიყავით ერთად, კლუბში წასვლას ვაპირებდით. ჩემმა ერთმა მეგობარმა შემომთავაზა მოწევა.  პირველივე ნაპასის დარტყმისთანავე, მეგონა, რომ მოვკვდი და სამყაროს ზემოდან ვუყურებდი, ახლაც იგივე შეგრძნება მაქვს რომ ვიხსენებ, ” ამბობს გიორგი.

გიორგი ვერ ახერხებს ნარკოტიკისთვის თავის დანებებას, მიუხედავად დიდი სურვილისა: “როგორც კი ვიღვიძებ, ეგრევე  ფიქრს იმაზე ვიწყებ ფული სად ვიშოვო, რომ  მოსაწევი ვიყიდო.  კვირაში სამ ოთხჯერ მაინც ვეწევი.   დანებება ბევრჯერ ვცადე მაგრამ თავს  ვერ ვერევი.. რა აღარ ვცადე რომ ყურადღება გადამეტანა მაგრამ სულ "ბიოზე" მეფიქრება. არაფრის სურვილი არ მაქვს როცა ფხიზელი ვარ. ადრე გართობის მიზნით ვიყენებდი, მაგრამ რაც დრო გადის ვხვდები,  რომ მოწევა წესად გადამექცა.  საშინელებაა, ვიცი, მაგრამ რა ვქნა, თავს ვერ ვერევი.”

  

 „ბიოს“ კიდევ ერთი მომხმარებელი, 20 წლის გოგონა ირწმუნება, რომ   ნარკოტიკს  აღარ გაეკარება, – „სიმართლე, რომ ვთქვა, არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი, როცა პირველად მოწევა შემომთავაზეს . მოვწიეთ. კინოში წავედით. დავჯექი და გული ამიჩქარდა, რაღაცამ ამიარ-ჩამიარა სხეულში. ბოლოს, თავთან გაჩერდა, თითქოს იქიდან გაღწევა უნდოდა. ვერ ვაკონტროლებდი ფიქრებს, აზრებს, სხეულს... მეგობრებმა მითხრეს, რომ 30 წუთში კარგად გავხდებოდი, თუმცა, ოცდაათიც გავიდა, ორმოციც, სამოციც და  საშინელი შეგრძნება არ მტოვებდა:  ენას, ვერ ვგრძნობდი. მეგონა, რომ სადაცაა გადავყლაპავდი.  გაუთავებლად ვლაპარაკობდი. მეგონა, კრიჭა შემეკვრებოდა.  ალბათ, 100 გრადუსი იყო ჩემს თავში – ტვინი იწვოდა”, იხსენებს  ნარკოტიკული თრობის პირველ გამოცდილებას.

ისტორია მალევე განმეორდა. მეგობრებთან შეხვედრას კვლავ ნარკოტიკის შეთავაზება და მოხმარება მოჰყვა. შედეგად ნარკოტიკის მიღებით გამოწვეული სიმპტომების განვითარება: “ საშინელებები მესიზმრებოდა, სახლში გაჩერება არ შემეძლო. არ ვეკარებოდი მჭრელ საგნებს, ვერ ვხდებოდი სად ვიყავი და როგორ უნდა მივსულიყავი, იქ, სადაც მივდიოდი. არ ავდიოდი მაღალ სართულებზე, ვერ შევდიოდი ლიფტში, სუნთქვა მეკვროდა, ნერვებს მიშლიდა რიგები, ბევრი ხალხი”…ასეთი გვერდითი მოვლენები   ორი კვირა გრძელდებოდა, შემდეგ გოგონამ პრობლემის შესახებ  დედას  აცნობა და პროფესიულ დახმარებას მიმართა. “ დღეს, საკუთარი თავის ხელში აყვანის შესაძლებლობა მიბრუნდება. „ბიო“ ქიმიაა, ის არ გამოდის ორგანიზმიდან ერთ თვეში. პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ნარკოტიკების გარეშე სოციალიზაცია. ჩაკეტილობას იქამდე მივყავართ, რომ ნარკოტიკით ვცდილობთ სამყაროს მოვწყდეთ,“ – დასძენს იგი.

ფსიქოლოგ ლეილა მჭედლიშვილის თქმით,   ეგრეთ წოდებული “ბიო სმოუკების”,  პირველივე მოხმარების შემთხვევაში ვოთარდება  მათ მიმართ კომპულსიური, ანუ    არანორმალური ლტოლვა. ადამიანებს ხშირად უვოთარდებათ   მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებიც.  “ მაგალითად,  ესმით ხმა რომ გადმოხტი,  და ხტებიან” ამბობს მჭედლიშვილი .
გართულებები და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე  ზემოქმედება სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევებით გამოვლინდება, როგორიცაა  უნაყოფობა,  ომპოტენცია,    მაღალი წნევა გულის რითმის ცვლილებები,  პარანოია (ძირითადად, აზრები სიკვდილზე), ჰალუცინაციები, ხმაურის გამძაფრებული აღქმა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და ფსიქოზი


ფსიქოლოგი ამბობს, რომ განსაკუთრებით საშიშია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ალკოჰოლთან ერთად მიღება. ასეთი შემთხვევები ჭარბ მოხმარებასთან ერთად ხშირად ფატალურად მთავრდება.

მჭედლიშვილი ამბობს, რომ  მკურნალობა   იმ წამიდან არის შესაძლებელი,  როდესაც პაციენტი   პრობლემას გაიაზრებს. მკურნალობა    6-7 თვეს გრძელდება. თავიდან პაციენტს უტარდება სისხლის გაწმენდა, შემდეგ ენიშნება შედარებით მსუბუქი დამამშვიდებლები, ნელნელა დოზა მცირდება.   გამოჯანმრთელება შესაძლებელია, თუ ადამიანი  შეწყვეტს ნარკოტიკის მოხმარებას.


ისტორია II

სალომე საღინაშვილი

23 წლის გიორგი მაისურაძე, რომელიც მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარია, არ მალავს, რომ ბიონარკოტიკებს მოიხმარს. მაისურაძე ამბობს,  რომ „ბიო“ ნარკოტიკების გამოწერა ინტერნეტით  ხდება და მისი ადგილზე მოტანა ფოსტითაა შესაძლებელი.  “რომ დამიჭირონ, არაფერი მოხდება, 2 დღით მომათავსებენ იზოლატორში და მერე გამიშვებენ. პატარა პაკეტი 600 ლარი ღირს, მაგრამ ამ რაოენობამ, შესაძლოა   300 ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.   

მაისურაძე დასძენს, რომ "ბიო"  საშიში ნარკოტიკია.  “ყველაფერი გამისინჯავს და დღეს ძალიან დიდი ბრძოლა მიწევს, რომ თავი გადავირჩინო. ბევრს კი ამის ნებისყოფა არ აქვს და იღუპება. ჩემი თხოვნაა, არ გაეკარონ არანაირ ნარკოტიკს.“  

ნარკოლოგ გელა ლეჟავას თქმით,  აკრძალვის მიუხედავად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ქვეყანაში სხვადასხვა დასახელებითა და შეფუთვით მაინც შემოდის.

ნარკოლოგ ლეჟავას თქმით, ნარკომაფიამ დაახლოებით ათი წელიწადია ხელოვნურად ნარკოტიკის შექმნა დაიწყო.   სინტეზურად შექმნილი ნარკოტიკული ნივთერებების დიდი ნაწილი არ შედის გაეროს მიერ აკრძალაულ ნივთიერებათა სიაში და მათი გადატანა და გაყიდვა არ იკრძალება.  ყიდვა იოლია და დაბალ ფასადაა შესაძლებელი.   

"ბიო" იწვევს ცნობიერებისა და განწყობის შეცვლას, კარგად ყოფნის შეგრძნებას, ასევე შფოთვას, პანიკურ რეაქციებს, უსაფუძვლო შიშს, ძლიერ აღგზნებასა და აგრესიას.

 ზედაპირული დამოკიდებულება პრობლემას ამძაფრებს

 

 

ისტორია III

ნონა ღურჭუმელიძე

დიდი მითქმა მოთქმა, რომელიც თბილისში ადამიანის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების გამო მის გარდაცვალებას მოყვება ხოლმე, ხშირად დროებითია.  საზოგადოება მალევე ივიწყებს თემას. მაგრამ, ისინი ვისაც პრობლემასთან ყოველდღიური შეხება უწევთ, კარგად ხვდებიან, რომ ბიონარკოტიკთან დაკავშირებული პრობლემები სერიოზულია.    “ მიუხედავად იმისა რომ, ჩვენ კარგად ვიცით, კლუბებსა და მსგავს დაწესებულებებში, ადვილად იშოვება ბიონარკოტიკი,  შესაბამის ზომებს არ მიმართავენ. პოლიცია მაშინ ერთვება საქმეში, როცა ვინმე გარდაიცვლება, როცა ყველაფერი უკვე დაგვიანებულია,” ამბობს, პატრულის თანამშრომელი.

ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენლის თათია ჯორბენაძის  თქმით, მართალია, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები არსებობს, სიტუაცია,  მაინც გაურკვეველია. ე.წ „ბიოს“ შეძენა- შენახვა -გასაღება და საერთაშორისო გასაღება 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურისტის თქმით, რეგულაციები არ არის ეფექტური:  16 წლის ბავშვების მკაცრი კონტროლის ნაცვლად, მთავრობამ უფრო მასშტაბური გეგმა უნდა დასახოს,  პირველ რიგში, კი  ქვეყანაში ე.წ. “ბიო” ნარკოტიკის შემომტანთა იდენტიფიცირება  უნდა მოხდეს.   

საკითხის კანონით დარეგულირების შემდეგ,  ნარკოტიკის ყიდვა   უფრო გართულდა, თუმცა ღონისძიებები არ არის საკმარისი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის  ნინო გიორგობიანის განცხადებით,    2014 წლის მარტში   სახელმწიფომ პროექტი “ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება” დაიწყო, რაც საზოგადოების ინფორმირებას თვალისწინებდა.    

თბილისის 55- ე  სკოლის ერთ-ერთმა  მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსწავლეები გაკვეთილზე შეუმჩნევია  თუმცა,  სამართალდამცავებისათვის არ შეუტყობინებია, რადგან ფიქრობდა, რომ ბავშვების დასჯით მათთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. “ერთხელ გაკვეთილზე  მოსწავლეს  გული წაუვიდა. ძალიან შევწუხდი, ბავშვი იქამდე უცნაურად იქცეოდა: უაზროდ იღიმოდა, მოძრაობები ზანტი ჰქონდა, ცარიელი თვალებით იყურებოდა და მერხიდან თავს არ სწევდა. ექთანს დავუძახე. იმავდროულად , ბიჭის მეგობრებს დავემუქრე პატრულის გამოძახებით,  ისინიც გამოტყდნენ,  რომ  მეგობარს “ბიო” ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული,” იხსენებს მასწავლებელი.

ხშირია, როდესაც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი ცუდად ხდება ხოლო მის გარშემო მყოფებს სასწრაფოს გამოძახება თავში არ მოსდით, რადგან სასჯელის ეშინიათ.  

სასწრაფოს ექიმების განცხადებით, საზოგადოების ბიონარკოტიკისადმი დამოკიდებულება ზედაპირულია, უმრავლესობას ის უსაფრთხო  ჰგონია და  სამედიცინო დახმარებას არ მიმართავენ, გარდაცვალების მიზეზიც სწორედ  დაგვიანებული დახმარებაა.

სულ უფრო მეტად  იხვეწება  ე.წ. “ბიოს” გავრცელების საშუალებებები, საიტები ისე მალე იხსნება და იხურება რომ შსს ვერც კი ასწრებს თვალი ადევნოს მათ. რამდენიმე წყარო, რომელთაც პირადად შემოუტანიათ ბიონარკოტიკი, ამბობს რომ ყველაზე ხშირად  ე.წ.”ბიო” ნარკოტიკი თურქეთიდან შემოაქვთ.    ბიონარკოტიკის შემოტანის    ძირითადი საშუალება საქართველოს ფოსტაა. მომხმარებლები სხვადასხა საიტებიდან პროდუქტს   იწერენ და დანიშნულების ადგილას ფოსტით აგზავნიან. ხშირად ყოფილა, რომ  უცხოეთში მყოფ პირებსაც  გამოუგზავნის ნარკოტიკი ფოსტით. (ხშირად ნარკოტიკი შამპუნის ბოთლებში ან რომელიმე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტშია მოთავსებული.  საქართველოს ფოსტის წარმომადგენელმა განაცხადა რომ მსგავსი შემთხვევები ხდება, თუმცა იშვიათად”.

 

ისტორია IV

სალომე კერატიშვილი: 

ექიმები ამბობენ, რომ  ახალგაზრდები ხშირად   “ბიო”-ნარკოტიკებს   სასმელთან  ან სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად იღებენ, რასაც გაცილებით მძიმე გერდითი მოვლენები მოყვება.

ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაციის შემთხვევებთან საქმე   ყველაზე ხშირად  სასწრაფო დახმარებას უწევს.   პირველადი დახმარების აღმოჩენა, ანუ სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და შემდგომ, პაციენტის დანიშნულების პუნქტამდე - კლინიკამდე ადეკვატურად მიყვანას გულისხმობს,  რის შემდეგაც,უშუალოდ   ტოქსიკოლოგები და ნარკოლოგები ერთვებიან საქმეში. იწყება სიმპტომური მკურნალობა - ზოგადი დეტოქსიკაცია, ანუ ორგანიზმიდან შხამის გამოდევნის პროცესი.იწყება ფორსირებული დიურეზი, რაც ნიშნავს დიდი რაოდენობით სითხეების გადასხმით - შარდის გამოყოფის გააქტიურებას.ვინაიდან დაბალმოლეკულური შემცველობის პრეპარატთან გვაქვს საქმე,თირკმელი მას ადვილად გამოყოფს. შესაბამისად, მწვავე კრიზისის დროს, ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება.ასევე, , ხდება დაზიანებული ორგანოების მკურნალობაც.

ინტრავენური შეყვანის დროს, პრეპარატი,მაქსიმუმ,3-4 დღე რჩება ორგანიზმში.  როცა ადგილი აქვს ე.წ. „ინჰალაციურ“ მოხმარებას, ანუ სასუნთქი გზებით ორგანიზმში პრეპარატის შეყვანას - ნივთიერება, დაახლოებით,4 კვირის მანძილზე ჩანს ტესტებზე.

ადრე, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ჰქონდათ ვალდებულება, ნარკოლოგიური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავადმყოფების აღმოჩენის შემთხვევაში  - დაუყოვნებლივ შეეტყობინებინათ სამართალდამცავი ორგანოებისათვის.ამ მიზეზით, ბევრი შიშის გამო მალავდა არსებულ სიტუაციას, რაც, ხშირად, პაციენტისათვის  ლეტალური შედეგით სრულდებოდა. საბედნიეროდ, დღესდღეობით,სამედიცინო პერსონალს ზემოხსენებული ვალდებულება მოეხსნა.   შედეგად, პაციენტებს აღარ ეშინიათ გამჟღავნების, უფრო აქტიურადაც შემოდიან კონტაქტში და გარდაცვალების შემთხვევებმაც საგრძნობლად იკლო.

რესპუბლიკის მთავარი ტოქსიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ რუსაძე ამბობს, რომ ნარკოტიკით თრობით პროცესი თავის ტვინში დეგენერაციულ ცვლილებებს იწვევს,რასაც,საბოლოო ჯამში, ჭკუასუსტობამდე მივყავართ.

როგორც ბატონმა ოთარმა გვითხრა, თბილისში ორი მოქმედი ანონიმური ცენტრია, სადაც პაციენტებს   ნარკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ კომპლექსური მკურნალობა უტარდებათ.  პროცესების მართვისას  ნარკოლოგებთან ერთად ფსიქოლოგები და ფსიქიატრებიც აქტიურად არიან ჩართულში. პროცესი კვირების მანძილზე გრძელდება,  ხანდახან ჩანაცვლებითი თერაპია,ანუ სხვა პროგრამაში ჩასმაც კი ხდება საჭირო. ანტიდოტური თერაპია,როგორც ასეთი,არ არსებობს.ვინაიდან დიდია რეციდივის ალბათობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტების ფსიქოლოგიურ მომზადებას. თუ პაციენტი თავად არ დარწმუნდა, რომ ეს მისთვის ზიანის მომტანია და მავნე ჩვევას თავი არ დაანება - თერაპიის, თუნდაც წარმატებული შედეგი, შესაძლოა, ხანმოკლე აღმოჩნდეს და პაციენტს კვლავ წაუცდეს ხელი.

ბიო

 

ფრთხილად,  ეს ბიოა!

 

ე.წ. “ბიო”- კანაბინოლების (ფსიქოაქტიური ქიმიური პრეპარატი) შემცველი, სინთეზურად დამუშავებული  ნივთიერებაა, რომელიც ბალახის სახით იყიდება და  საინჰალაციო  გზით მოიხმარება.   მწარმოებლები ნივთიერების  შემადგენლობაში შემავალ ერთ მოლეკულას  მუდამ ცვლიან, რაც ტესტებით ამ პრეპარატის იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის.

სახელწოდებაში “ ბიო” -ს გამოყენება  მარკეტინგული ხრიკია.  მისი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტად გასაღება ნივთიერების სარფიანად გაყიდვის მიზნით ხდება.    

ნარკოტიკი ეგზოტიკური ჩაის,  ან  აბაზანის მარილის ფორმით იყიდება, რაც  ხაზს უსვამს მის თითქოსდა ჩვეულებრივობას, უვნებელობას.    

2008 წელს დადგინდა, რომ ნაზავის მოქმედი კომპონენტები   არ არის მცენარეული წამომავლობის, როგორც მისი რეალიზატორები ამტკიცებდნენ, არამედ  ხელოვნურად შექმნილი ნივთიერებებია.

‘’ვისაც გამოყავს იცის როგორი ცუდი,   საშიში და არასუფთაა.  მაგრამ ყიდის როგორც ‘’ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს.’’ ამბობს  გ.ს, რომელმაც ე.წ “ბიო” წლების წინ მეგობრებთან ერთად გასინჯა. 

„ბიოს“ მარიხუანას მსგავსი თრობის ეფექტი აქვს, თუმცა, მისი მოქმედება ბევრად უფრო მალე იწყება და უფრო ძლიერია. „ბიოს“ მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუს ხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, აღქმის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზი და ფსიქოზი.

 

კანონი

საქართველოში   ფსიქოაქტიური ნივთიერებების   საკითხი  კანონმდებლობი რეგულირდება.  კანონით იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.  თუმცა ეს კანონი     საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე, მუხლში,   გაწერილ ნივთიერებების ქიმიური შენაერთების, 9 კლასის,  20 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებას შეეხება.  მსოფლიოში გავრცელებულ ახალ ფსიქოატიურ  ნივთიერებათა ჩამონათვალი   ბევრად მეტია და ყოველდღიურად იზრდება.  

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

ჩემიბერლინისშეგრძნებებიმატარებლიდანიწყება.. იმისმიუხედავად, რომდასაჯდომიადგილებითავისუფალიიყო,

Loading radio ...