Smaller Default Larger

ზურა მამაგულაშვილის ბლოგი

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

თუ არა, ჩემს მეგობარს მივწერე, რომელიც 4 წელიწადზე მეტია, არ მინახავს, ვუთხარი, მოვდივარ და აუცილებლად გნახავ-მეთქი, ისიც მოემზადა, ბევრი არ გვილაპარაკია ამ თემაზე, ერთადერთი, რაც დავაზუსტე, ის იყო, რომ ფრანკფურტთან ახლოს ცხოვრობს და მეც, 2 დღის განმავლობაში ფრანკფურტში ვიქნებოდი, აქ დამთავრდა ჩვენი მზადება და დაიწყო ჩემი დაბნეულობისა და თავმოუბმელობის ევროპული ოდისეა.

   ბერლინი უცნაური ქალაქია, პირველი იმ ევროპულ ქალაქებს შორის, რომელიც ვნახე, მაგრამ მაინც. პირველი ეფექტი 27-საათიანი უძილობის, 2 თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისა და სიცივის ფონზე არც ისე ძლიერი იყო, ეს ინდეფერნტულობა დღის ბოლომდე გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ 2 საათის განმავლობაში სეტყვასა და მზეში ცენტრალურ მოედანს ვეძებდი, სადაც ფულის გადარიცხვის ოფისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი  სიმშვიდემ და აღქმის გამძაფრებამ ჩაანაცვლა, სწორედ აქ დაიწყო ბერლინი.

  დილით, სიმშვიდეს ველოტრასებზე მოსიარულე ადამიანები და ჩვენ ვარღვევდით, 4 ქვეყნიდან ჩასული სტუდენტებიდან ქართველები და ესპანელები იმაზე მეტს ვხმაურობდით, ვიდრე მთელი ჰოსტელი, ბელგიელები გერმანელებს ჰგვანან, ბულგარელები თავიანთ თავს, ესპანელები - ჩვენ. ასეთი სტუდენტური თავშეყრა ცოდნისა და პროფესიონალური უნარების ამაღლების გარდა, განსაკუთრებით საინტერესოა სხვადასხვა ადამიანისა და კულტურის გაცნობის მხრივ. ბოლოს და ბოლოს ბერლინიც გავიცანი. მანქანით მოსიარულეებზე და ქვეითებზე მეტად  პრივილეგირებული ველოსიპედიანი ადამიანები, მეტრო, რომელშიც თითქმის არასოდეს გამოწმებენ ბილეთი აიღე თუ არა,  სასმელი, რომელიც ისეთი იაფია,  რომც არ გინდოდეს, მაინც იყიდი და ხალხი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს.  ერთი დღის ბოლოს როცა სახლის გზის ძებნა დავასრულე ( როგორც თითქმის ყოველდღე) მივხვდი,  რომ დაახლოებით 15 ადამიანს ვთხოვე დახმარება, მაგრამ არა იმიტომ რომ 100 მეტრის გავლა დამეზარა, უბრალოდ, სასიამოვნოა, როდესაც დახმარებას ითხოვ და ისე გპასუხობენ, რომ ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგაც გიჩნდება სურვილი, მორიგ ბერლინელს ჰკითხო, “can you tell me where Schönhauser Allee is?”

მეგობარზე გიყვებოდით... აღმოჩნდა, რომ გერმანიაში ორი ფრანკფურტი ყოფილა, ერთი, სადაც ვიყავი და მეორე, სადაც ჩემი მეგობარი უნდა მენახა, ან პირიქით და 6-საათიანი გზის გამო, საბოლოოდ, ვერ მოვახერხე მისი ნახვა, მაგრამ შევიძინე ახალი მეგობრები და უფრო მეტად დავუმეგობრდი ჩემს ჯიპლ ჯგუფელებს. ბერლინზე ერთი რამის თქმა დაზუსტებით შემიძლია, იქ აუცილებლად დავბრუნდები.

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

ჩემიბერლინისშეგრძნებებიმატარებლიდანიწყება.. იმისმიუხედავად, რომდასაჯდომიადგილებითავისუფალიიყო,

Loading radio ...