Smaller Default Larger

ჩიტი გოგო და ვაშლის ღვეზელი

როცა სამჯერ კინაღამ გამიტანაველოსიპედმა, მაშინ მივხვდი, რომ უცხო ქალაქში ვარ

(მათთვის განკუთვნილ ბილიკზე უფრო მომწონს სიარული რატომღაც).მე და ჩემმა მეგობრებმა, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვტეთ "ბერლინურად" გაგვეტარებინა ერთი დღე. ვიქირავეთ ეს ორთვლიანი ტრანსპორტი და ყველა ქუჩა შემოვიარეთ, დიდი ტრასებით დაწყებული, საცალფეხო ბილიკებით დამთავრებული. ჩემთვის სასურველ ადგილებში შევჩერდი, ხან ნაყინი ვჭამე, ხან მინდორზე გავგორდი, ხან საბჭოურ შენობას ვუცქირე რაღაც შინაურული განცდით. ვიცი, მთაგორიანი ლანდშაფტის ამბავი, მაგრამ თბილისის საცობებსაც არ აწყენდა ველომრბოლელები. თუმცა მანამდე, აუღელვებლად შუქნიშანზე დგომა და დროის ფასი უნდა ვისწავლოთ ჩვენთან, კავკასიაში.

მე-9 დღეა  რაც ბერილნში ვარ და ვგრძობ, რომ მართალია ქალაქი მისტიურობით ვერ მაჯადოებს, მაგრამ  დიდი სივრცეებით მნუსხავს. 4 მილიონიან ქალაქში, ყოველ ჯერზე ჩასუნთქვისას, ვგრძნობ, რომ ჟანგბადის ზღვას ყლაპარავ. ბერლინი არ უჩივის O2-ის ნაკლებობას.  ჩამოსვლიდან მესამე დღეს ვიკითხე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში  რატომ მესმოდა ჩიტების ჭიკჭიკი. ჩემმა ესპანელმა მეგობარმა მითხრა, გაიხედე სოფო ყველგან სიმწვანეაო. დღეს ლანჩზე ერთ-ერთი გავიცანი კიდეც.  ვიჯექი ჩემთვის, ვსვამდი ცივ ყავას და მივირთმევდი ვაშლის ღვეზელს. მოვიდა ჩემთან ერთ-ერთი ბერლინელი ბეღურა და  მითხრა, ერთი ვაშლის ღვეზელი გოგომ და ჩიტმა გაიყვესო. სიტყვა დაასრულა და უსინდისოთ შეექცა ჩემს კუთვნილ ულუფას.

ესპანელ მეგობარზე გამახსენა საიდან მოვხვდი ბერლინში. EUROPE ON AIR -არის ასეთი პროექტი, რომელშიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთიანდებიან და ორ კვირიანი, ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან საერთო პროდუქტს. პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაზე მუშაობის პროცესი საინტერესო იყო.  აქ აღმოვაჩინე, რომ სტანდარტი რომელზეც მე გავიზარდე - მითია. და ზოგადად სტანდარტი ძალიან სუბიექტური ცნებაა. სხვა სტანდარტებით მუშაობენ ჩემთან ერთად მცხოვრები ესპანელი, ბულგარელი, ბელგიელი თუ გერმანელი ჟურნალისტები. ეს მათი კულტურაა, მათი ჟურნალისტიკა, მათი მიგნება. მომწონს ბევრი რამ და საგანგებოდ შეძენილ წიგნაკში ვინიშნავ. თბილისში დავბრუნდები და ამ ჩანაწერებს პრაქტიკაში გამოვიყენებ.

საათის ისრები სხვა ქვეყანაში ორჯერ სწრაფად მოძრაობს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მეძახიან. დღეს საერთაშორისო დღე გვაქვს, ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლები  ჩვენს ტრადიციულ კერძებს ვამზადებთ. სანამ ჩემი ჯიპელები (ასე ვეძახი რატომღაც) ხაჭაპურსა და ნიგვზიან სალათს აკეთებენ, მე ესპანელების სანგრიას დავაგემოვნებ. სანგრია კარგია. სანგრია უპირველეს ყოვლისა!

 

ახალი ამბები

შშმ პირებისთვის ქალაქში გადაადგილება ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

დღის ხუთი საათვისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში ამომრჩეველთა 36.71%  მივიდა.

"მოულოდნელი იყო ის მხარდაჭერის ტალღა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ვიგრძენი"

Loading radio ...