Smaller Default Larger

Europe on air Berlin- საქართველოს ხმა ევროპაში

ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები უკვე მეორე წელია, რაც საერთაშორისო პროექტში - “Europe on air”

http://www.europeonair.com   მონაწილეობენ. წელს პროექტი ბერლინში ჩატარდა, სადაც ოთხი ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტები ესპანეთიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან და საქართველოდან რადიო რეპორტინგის ტრენინგს დაესწრნენ და გუნდურად მოამზადეს ისტორიები.

წელს პროექტის თემა მიგრაციასა და კულტურას  ეხებოდა. ტრენინგის განმავლობაში სტუდენტები  ბერლინსა და ფრანკფურტ -ოდერში მცხოვრებ მიგრანტებს, მიგრაციის თემაზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს  შეხვდნენ და მათი გამოცდილება და ნაამბობი რადიო რეპორტაჟებში ასახეს. ეს რეპორტაჟები სპეციალური პროგრამის სახით ბერლინის ახალგაზრდული რადიოს (YCBS)  პირდაპირი ეთერით გადაიცა. მოუსმინეთ პროგრამის ჩანაწერს აქ: http://www.euradionantes.eu/news/2016/5/22/ycbs

http://ycbs.eu/en/2-uncategorised/308-migration-and-culture-changing-borders.html

პროგრამა სხვა ევროპულმა ახალგაზრდულმა რადიოსადგურებმაც გადასცეს საფრანგეთში, კვიპროსსა და გერმანიაში.

რადიო-პროგრამაში სტუდენტებმა საკუთარი ქვეყნის პრობლემებზეც ისაუბრეს და ევროპელ მსმენელს საქართველოს ოკუპაციის, დევნილობისა და მიგრაციის საკითხები გააცნეს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქართველი სტუდენტების მიერ წინასწარ მომზადებულმა პილოტურმა პროგრამამ, რომელიც რადიო-ფიჩერსის სტილით იყო მომზადებული და რომელიც ექსკლუზიურად   გერმანული რადიოს ეთერით გაუშვეს. https://soundcloud.com/radiogipa/tbilisi-stories

პროექტი Europe on Air, ევროპული ჟურნალისტიკის ტრენინგ ასოციაციის ფასილიტაციითა და ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სტუდენტებისთვის საინტერესო იყო გარემო, ხალხი და მათი ცხოვრების წესი, სადაც ორი კვირა გაატარეს. ბერლინზე, იქ მცხოვრებ ხალხზე, გრაფიტიან ქუჩებზე, ველოსიპედებსა და ოთხფეხა მეგობრებზე თავიანთ ბლოგებსა და ვიდეოში გვიყვებიან.

 

წაიკითხეთ სტუდენტების ბლოგები: 

 

სოფო ვასაძის ბლოგი

ქეთი მესტვირიშვილის ბლოგი 

ანა აბაკელიას ბლოგი

ზურა მამაგულაშვილის ბლოგი

GipaBlog4

 

 

 

 

 

 

ახალი ამბები

შშმ პირებისთვის ქალაქში გადაადგილება ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

დღის ხუთი საათვისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში ამომრჩეველთა 36.71%  მივიდა.

"მოულოდნელი იყო ის მხარდაჭერის ტალღა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ვიგრძენი"

Loading radio ...