მზის კოლექტორი სახლში

17 ივნისი 2015
ავტორი Tamta Tvalavadze

კოტე კობახიძეს მაისიდან ოქტომბრამდე სახლში უფასო ცხელი წყალი აქვს. მზის კოლექტორი საკუთარი სახლის სახურავზე 10 წლის წინ დაამონტაჟა და დღემდე შეფერხებების გარეშე მუშაობს

. სისტემა მზის ენერგიას თბურ ენერგიად გარდაქმნის და წყალს აცხელებს.

მზის  ენერგიას აქტიურად იყენებენ გერმანიაში, ისრაელში, აშშ-ში, იაპონიასა და მეზობელ თურქეთში. მზის მაღალი ინსოლაციის  ქვეყნებს  შორისაა საქართველოც, სადაც დაახლოებით 250-280 მზიანი. აქ ყოველ კვადრატულ მეტრზე მოსული მზის ენერგია 120 ლიტრ დიზელსა და 130 კუბ. მეტრ გაზს უტოლდება.

„მზის ენერგიას სხვა, ალტერნატიულ, განახლებად ენერგიასთან შედარებით ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ქვეყანაში ელექტროენერგიისა და გაზის ჩასანაცვლებლად“- ამბობს კობახიძე.

კობახიძე ქართულ ენერგეტიკაში 25 წელია მუშაობს და ქვეყანაში მზის, ქარის, წყლის და სხვა განახლებადი ენერგიის პოტენცილსა და გამოყენების პერსპექტივებს იკვლევს. სამი წელი სწავლობდა ჰელიოპოტენციალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რამდენიმე წლის წინ საკუთარი კომპანია „მზის სახლი„ დაარსა და ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების ოთხასამდე მზის ფოტოელექტრული სისტემა დაამონტაჟა.

საქართველოში მზის გამოსხივება განსაკუთრებით მაღალი მთიან რეგიონებსა და სამცხე-ჯავახეთში გვაქვს. იქ თავისუფლად შეიძლება ელექტროენერგია მზის საშუალებით მივიღოთ. საქართველოში ნებისმიერ ადგილას შეუძლია ადამიანს საყოფაცხოვრებო პირობებში ცხელი წყლის მიღება კოლექტორით,“-აბობს კობახიძე.

ამჟამად საქართველოში ორი სახის ფირფიტოვანი და მილოვანი მზის კოლექტორები იყიდება, ტრადიცულ გამაცხელებლებთან შედარებით მათი ფასი მაღალია და დაახოებით 1000 ლარიდან იწყება. მილოვანი კოლექტორები, შედარებით ახალი სისიტემაა და  ფირფიტოვანზე  ძვირი ღირს, დაახლოებით 2000 -3000 დოლარი.  თუმცა  კობახიძე ამბობს, რომ ეს სისტემები 3-5 წლამდე ანაზღაურებს მონტაჟისთვის გაწეულ ხარჯებს.

ოჯახში სულადობა და მოხმარებული წლის რაოდენობა განსაზღვრავს სისტემის ფასს. კოლექტორები ძირითადად ჩინეთიდან ჩამოაქვთ, ხარისხიანი შედარებით ძვირი ღირს. სწორი მონტაჟის შემთხვევაში, სისტემა გამართულად 15-20 წელი მუშაობს,“-ამბობს კობახიძე.

ტრადიციული ენერგიის მზის ენერგიით ჩანაცვლება პირველი ნაბიჯია კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ. „ტრადიციული გამაცხელებლები გარემოში CO-ს გაფრქვევისა და ნახშირორჟანგის დაგროვების წყაროა. როდესაც ვიყენებთ მზის გამაცხელებლებს, ვამცირებთ ემისიების გატყორცნისა და გლობალური დათბობის რისკებს,“ - ამბობს გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფქტურობის ცენტრის დირექტორი.

გარემოზე ზრუნვასთან ერთად, მზის კოლექტორი საყოფაცხოვრებო პირობებში უფასო ენერგიასაც აწარმოებს. თბილ სეზონზე ტრადიციული ენერგიის დამატება საჭირო აღარ არის და მომხმარებელს კომუნალური გადასახადები 30 %-ით უმცირდება.

თანამედროვე კოლექტორების დამონტაჟება, საქართველოში ყველგან, მათ შორის ბინებშიც არის შესაძლებელი. ლადო მჭედლიშვილმა ფინასების დაზოგვისა და სუფთა ენერგიის მისაღებად მზის კოლექტორი საცხოვრებული კორპუსის მე-8 სართულზე, ბინის სამხრეთის კედელზე დაამონტაჟა. მისი კოლექტორი ორი ნაწილისაგან: მილებისა და ავზისგან შედგება და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს.

 „დამონტაჟების დღიდან არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ზამთარში დაახლოებით 12 გრადუსამდე მაინც აცხელებს, მზიან პერიოდში გაცილებით დიდი სარგებელია, გადასახადები 30 %-ით შემიმცირდა, თუმცა უფრო დიდ სარგებელს 3 -5 წლის მერე ველოდები.“-ამბობს ლადო მჭედლიშვილი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კობახიძის კომანიამ დაახლოებით 200  ოჯახს დაუმონტაჟა მზის კოლექტორი სახლებში. მისივე  განმარტებით, საზოგადოებას  არ აქვს  ინფორმაცია ამ სისტემის სარგებლიანობის შესახებ. „ყველაზე მაღალი ხარიხსი სისტემები ძვირი ღირს, თუმცა 1000 ლარადაც შეიძლება სისტემის ყიდვა. მზის  წყალგამცხელებელი ფინანსების ეკონომიაა და არა ფუფუნება,” - ამბობს კობახიძე.

საქართველოში 200 000 ცხელი წყლის კოლექტორია, უმრავლესობა სანატორიუმებზე, აგარაკებსა და მონასტრებზე, ძირითადად დონორების დაფინასნებით დამონტაჟდა. გიორგი აბულაშვილის ფიქრობს, რომ მოსახლეობამ ბოლომდე არ იცის ამ სისტემების სარგებელი, სახელმწიფოს ენერგოპოლიტიკამ ეს დარგი უნდა განავითაროს.

2020 წლამდე ევროკავშირის ქვეყნების ენერგომოხმარების 20% განახლებადი ენერგიის წყაროებს უნდა ეფუძნებოდეს. ევროპა საქართველოსაც მოუწოდებს აიღოს ეს კურსი. კობახიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილება საქართველოში სიტუაციას გააუმჯობესებს.

კავკასიის რეგიონში საქართველოს მზის ენერგიის გამოყენების ერთ-ერთ დაბალი მაჩვენებელი აქვს. მოსახლეობა ტრადიციულ გამაცხელებელებს იაფი საფასურის გამო ირჩევს. მჭედლიშვილის აზრით, ამ არჩევანით დიდ ზიანს აყენებენ გარემოსაც და საკუთარ ფინასნებსაც.