Smaller Default Larger

იქნება თუ არა ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი თბილისში

 

 

 

ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი, რომელიც დედაენის ბაღში თებერვალში უნდა განთავსებულიყო, ამ დრომდე არ არის. როგორც სკულპტურის მაკეტის ავტორი, როკო ირემაშვილი და გარდაცვლილი მომღერლის მოუღლე ამბობენ, ძეგლის დადგმაზე  თბილისის მერიამ უარი  მას შემდეგ თქვა, რაც ხელისუფლებამ ქეთათო პოპიაშვილი-ჩარკვიანი ოპოზიციურ აქციაზე შენიშნა. 

 

 

 

განსხვავებული პასუხი გაგვცეს მთაწმინდის გამგეობაში, რომელსიც ძეგლის დადგმაზე მუშაობს. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ უკვე ყველაფერი მზად არის და ამ მომენტში დგინდება ვისი სახსრებით მოხდება ძეგლის მშენებლობა. ეს იქნება თბილისის მერიის ბიუჯეტიდან  თუ მთაწმინდის გამგეობიდან. როგორც მთაწმინდის გამგებლის მოადგილე, ბადრი ხვადაგიანი ამბობს, ძეგლის მშენებლება უკვე გადაწყვეტილია, უბრალოდ დეტალები დგინდება, რამაც პროცესის  დროში გაჭიანურება გამოიწვია. ხვადაგიანის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ისინი როკო ირემაშვილი და ქეთათო ჩარკვიანს შეხდებიან, სადაც საბოლოოდ დაზუსტდება ძეგლის მშენებლობის დეტალები. ამის საპირისპიროდ  ირემაშვილი ამბობს, რომ მას პროექტის გაჩერების შესახებ ინფორამცია უკვე მიაწოდეს.

ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის გახსნის შესახებ განცხადება გასული წლის ნოემბერში, მუსიკოსის 53 წლის იუბილეზე გაკეთდა. ამ დროისთვის  ავტორებს, როკო ირემაშვილი და ვალო იმერლიშვილებს უკვე მზად  ჰქონდათ ,ჩარკვიანის ოჯახთან შეთანხმებული, სკულპტურის მაკეტი.

იდეის მიხედვით სკულპტურასთან სამი სპეციალური სკამი განთავსდება, რომელებთანაც ყურსასმენის მიერთება და  ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებისა და ტექსტების მოსმენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.  

სკულპტურა უჟანგავი ფოლადისგან შეიქმნება, რომელზეც ირაკლი ჩარკვიანის სამი ფოტო-პორტრეტი განთავსდება. ის დაახლოებით 3 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის იქნება. მისი დამზადება 60 000 ლარი ჯდება.

 

 

 

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

Loading radio ...