Smaller Default Larger

ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC) აცხადებს კონკურსს  ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში.

საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2014 წლის 20 მაისიდან 2015 წლის 25 მაისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მედია საშუალებების  ისე  აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ჯილდოს გამარჯვებულს საზეიმოდ გადასცემს ჯოშუა ფრიდმანი,  პულიცერის პრემიის ლაურეატი.

საპრიზო ფონდი  შეადგენს 1500 ევროს.  საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 მაისი.

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემაქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის  სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში  ასახული  უნდა იყოს თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე,  განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და  მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და  ინტერვიუს აღების უნარები;  პროექტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ, როგორც  ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

პროექტი ხორციელდება  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისმიერ, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრისა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. 

გთხოვთ საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში.

განაცხადის ფორმა

მისამართი:მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო

საკონტაქტო  პირი:

ლევან ბორჩხაძე 

ტელ: 555492949

JLIB_HTML_CLOAKING

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ- რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

ჩემიბერლინისშეგრძნებებიმატარებლიდანიწყება.. იმისმიუხედავად, რომდასაჯდომიადგილებითავისუფალიიყო,

Loading radio ...