Smaller Default Larger

პროფესიული ზრდა თუ კარიერული შიზოფრენია

 

მასწავლებელებთა ახალი პროფესიული განვითარების სქემის  ამუშავებამდე 5 თვე რჩება. ახალი სასწავლო წლიდან, პედაგოგად მუშაობის დასაწყებად, მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი აღარ იქნება საკმარისი.

2015 წლის სექტემბერში, კურსდამთავრებულები და არამოქმედი პედაგოგები მუშაობას ვერ დაიწყებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლები ახალი კადრების აყვანას ვეღარ შეძლებენ. ახალი რეგულაციებით, წლევანდელ ბაკალავრებსა და ყველა არამოქმედ პედაგოგს, დამატებით 11-თვიანი მასწავლებელთა პროფესიული მომზადების კურსის გავლა მოუწევთ, რომელიც მხოლოდ 2016 წლის იანვარში გამოცხადდება.

როგორც ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის განათლების მიმართულების ხელმძღავნელი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კომისიის წევრი, სოფიკო ლობჟანიძე ამბობს, უნივერისტეტები მზად არიან ახალი პროგრამის წარსადგენად. თუმცა, კანონში შესატანი ცვლილებებს გამო, რომლებიც ამ დრომდე არ არის ინიცირებული პარლამენტში, უნივერსიტეტები ვერ გადიან აკრედიტაციას და ვერ იღებენ პედაგოგობის მსურველებს.

კანონპროექტის ინიცირებას, განხილვებსა და დამტკიცბას პარლამენტში დაახლოებით 3 თვე სჭირდება. საგაზაფხულო სესიების დასრულებამდე და საკანონმდებლო ორგანოს შვებულებაში გასვლამდე კი, 4 თვე რჩება.

ახალ კურსდამთავრებულების გარდა, პროგრამაში ეროვნული სასწავლო გეგმის საგნების  ბაკალავრის ხარისხი მქონე სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩართვა. 11-თვიანი კურსზე მომავალი პედაგოგები სწავლების პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ უნარებს ეუფლებიან და ბაკალავრის ხარისხიანი პედაგოგი სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი ხდება. კურსზე მოსახვედრად საგნის გამოცდას აბარებენ,» - ამბობს სოფიკო ლობჟანიძე.

სქემის მიხედვით მასწავლელები კრედიტქულებით შეფასდებიან. კრედიტებს კი, რამდენიმე სტრუქტურა ანიჭებს. ერთერთი, შიდა შეფასების ჯგუფია, რომელიც დირექტორის ხელმძღვანელობით მტკიცდება. სკოლის პედაგოგებით დაკომპლექტებული ექვსკაციანი ჯგუფი, ამავე სკოლის პედაგოგის ჩატარებულ ორ საჩვენებელ გაკვეთილს 4 კრედიტით აფასებს. სქემის მექანიზმებზე მსჯელობა დღესაც არ დასრულებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ გაუწევს მონიტორინგს პედაგოგების შიდა შეფასების ჯგუფს. როგორც მასწავლებელთა ეროვნულ ცენტრში ამბობენ,  უწყება სისტემურად შეაფასებს სკოლის დირექციის შექმნილი ჯგუფის მიუკერძოებლობას. თუმცა, ზუსტად როგორ, რა მექანიზმით ჯერ-ჯერობით უცნობია.

მასწავლებელთა პროფესიული სქემის კომისიის წევრი, ირინა სამსონია ამბობს, რომ ისინი შეძლებენ, დაიცვან სკოლის ავტონომია და დირექციას არ მისცემენ სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. “პედაგოგებს შეეძლებათ მონიტორინგის ცენტრში საჩივრების შემოტანა. სხვადასხვა სასჯელი იქნება ყველა დამრღვევისთვის. ეს შეიძლება იყოს დირექტორის სტატუსის შეჩერებაც. შეფასების ინსტრუმენტები იქნება დახვეწილი. ეს დაიწყება სექტემბრიდან. იმედი მაქვს მოესწრება.“

განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ დირექტორის დამტკიცებული ჯგუფი შეიძლება სკოლებში კორუფციისა და დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. „ამ მოდელმა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იმუშავა. პედაგოგები ხდებიან დირექტორის სუბიექტურ შეფასებაზე დამოკიდებულები. ამან შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს დირექციასა და პერსონალს შორის, ასევე, შეიძლება გარიგება მოხდეს, შემფასებელ  და შესაფასებელ პედაგოგებს შორის.»

ამავე საფრთხეს ხედავს ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა «პროგრესის» პედაგოგი და დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ნათია კილაძე. მისი თქმით, სამინისტროს  მათთვის არ წარმოუდგენია შეფასების ზუსტი კრიტერიუმები. ჩემთვის ეს ყველაფერი ცოტა ბუნდოვანია. ისევე როგორც პედაგოგები, არც ყველა დირექტორია პროფესიონალი. პედაგოგების შეფასება დაპირისპირებას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, აქ ისინი ვერ დაიცავენ სრულ ობიექტურობას ერთმანეთის მიმართ.“

პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით სკოლებში ოთხ საფეხურიანი  სისტემა ინერგება.  პირველზე საფეხურზე  პრაქტიკოსი მასწავლებლები მოხვდებიან. დღეს, ასეთი, სერტიფიკატის გარეშე, დაახლოებით 50 ათასი (49 719) პედაგოგია, რაც მთლიანი რაოდენობის 75%-ია. მათი ხელფასი სექტემბრიდან 344 ლარით განისაზღვრება. მეორე და მესამე საფეხურებზე, სერტიფიცირებული მასწავლებლები განაწილდებიან.  ასეთი 15 260-ია. მათგან ძირითად ნაწილს უფროსი მასწავლებლები შეადგნენ.  მათი ხელფასი ახალი სასწავლო წლიდან 428 ლარი იქნება.

მესამე საფეხურზე კი, წამყვანი მასწავლებლები არიან, დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომით. ასეთი დღეს ასამდე მასწავლებელია.  მათი ანაზღაურება 650 ლარი იქნება. მეოთხე საფეხურზე მენტორი მასწავლებლები არიან, ახალი სასწავლო წლისთვის ასეთი პედაგოგი ჯერ არ გვეყოლება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  სქემის შემუშავების კომისიის წევრი, ირინა სამსონია განმარტავს, რომ არც ერთი პედაგოგი არ დაჩება სქემის გარეთ, თუკი  არასერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მასწავლებლები სამი წლის განმავლობაში ჩააბარებენ სასერტიფიკატო გამოცდას და ერთი წლის მანძილზე, ორ გაკვეთილ სკოლის შიდა სამეთვალყურეო ჯგუფის დაკვირვების ქვეშ ჩაატარებენ. მათ 4 კრედიტ-ქულა უნდა მოიპოვონ. გარდა ამისა, წარმატებით უნდა გაიარონ პროფესიული განვითარების 5 კრედიტიანი კურსი.  ამის შემდეგ, პრაქტიკოსი უფროსი მასწავლებლი გახდება.

როგორც ირინა სამსონია ამბობს, სქემის ამუშავებიდან 5 წლის შემდეგ სკოლებში აღარ იქნებიან არასერტიფიცირებული მასწავლებლები. ისინი კი, ვინც ვერ შეძლებენ კრედიტ-ქულის მოპოვებას სკოლას დატოვებენ.

„არარეალისტურია მთლიანად ეს სქემა“-  ამბობს, ნუცა ქორელი, „მომავლის სკოლის“ დირექტორის მოადგილე. „მომავლის სკოლაში“ სულ 25 პედაგოგი მუშაობს. აქედან მხოლოდ ათია სერტიფიცირებული. ვეთანხმები, რომსერტიფიკატი უნდა აიღონ, მოსწავლეებზე ორიენტირებული მასწავლებელი ვერ შეძლებს ამ სქემის შესრულებას. ჩვენ დირექცია ვართ მათი შემმოწმებლები.  როცა პედაგოგს ეცოდინება, რომ მას კომისია ესწრება, ის უბრალოდ დადგამს კარგ სპექტალს.“

„ეს სქემა ქვეყნის იმიჯისთვის არასწორია, სასკოლო ავტონომია ილახება.თუ ვამბობთ, რომ გვინდა ახალგაზრდა მასწავლებლები, ზედმეტი ბარიერები არ უნდა შევუქმნათ,“ - ამბობს გიორგი მელაძე, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დირექტორი.

-2maswსიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი ფიქრობს, რომ საერთოდ გაუგებარია სახელმწიფოს მოტივაცია, თუ რატომ შემოდის სქემა. მისი თქმით, ამ ტიპის სქემებს  პედაგოგები „პროფესიულ შიზოფრენიამდე“ მიყავს. ამდენი სკოლის შეფასებას ვერ შეძლებენ. შეიძლება პედაგოგმა რაღაც საფეხურს მიაღწიოს, მაგრამ შემდეგ  ვერ განვითარდეს. ჩემი აზრით,ამ სქემით მასწავლებელთა კვალიფიკაცია ვერ გაუმჯობესდება, ვფიქრობ, პირირქით."

შეძლებს თუ არა, ერთი მხრივ, სახელმწიფო 1650 სკოლისა და ამდენივე დირექტორის კონტროლს და, მეორე მხრივ, მასწავლებლები პროფესიულ ზრდას - ეს მომავალი სასწავლო წლიდან უკვეთ გამოჩნდება. მანამდე კი, მასწავლებლებს თავად მოუწევთ საშინაო დავალების შესრულება და საზეპიროდ ახალი ტაბულის სწავლა.

 

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

Loading radio ...