Smaller Default Larger

უსახლკარობა ქალაქში

2013 წელს უსახლკაროთათვის სამი თვით შექმნილი კარვების ქალაქში მალე 2015 წელი დადგება და როგორც ირკვევა, კარვების ბინადრები  2016 წლამდე რამე სიახლესაც არ უნდა ელოდონ.

2016 წელს მერიის ინიციატივით მიუსაფართათვის კაპიტალური თავშესაფარი აშენდება, თუმცა მანამდე ისევ კარვებში მოუწევთ დარჩენა წვიმის, სიცივის, ტალახის და უჰაერობის პირისპირ.

 

უსახლკაროთა პრობლემა მხოლოდ კარვების ქალაქით არ შემოიფარგლება. თბილისის სხვადასხვა შენობაში თვითნებურად შეჭრილი ათობით ოჯახიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. უშუქობა, უშეშობა, ანტისანიტარია და შეუფერებელი საცხოვრებელი პირობები მათი ყოველდღიური საფიქრალია, რასაც ემატება გამოსახლების და ღია ცის ქვეშ მცირეწლოვან შვილებთან ერთად დარჩენის მუდმივი შიში.

 

სახელმწიფო პრობლემის მასშტაბურას აღიარებს, მის გადასაჭრელად გარკვეული სტრატეგიის შემუშავებაზე ფიქრობს, თუმცა კონკრეტულ ვადებსა  და ნაბიჯებს ვერ ასახელებს.

 

 

ავტორები:

ნინო ვარძელაშვილი

გიორგი ფარქოსაძე

ახალი ამბები

შშმ პირებისთვის ქალაქში გადაადგილება ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

დღის ხუთი საათვისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში ამომრჩეველთა 36.71%  მივიდა.

"მოულოდნელი იყო ის მხარდაჭერის ტალღა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ვიგრძენი"

Loading radio ...