Smaller Default Larger

დაუსაქმებელი ახალი თაობა

„მე  ვარ მარია გოცირიძე, 21 წლის. სახელმწიფო სამხატრვო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტზე, მეოთხე კურსზე ვსწავლობ. წელს აკადემიურის აღება გადავწყვიტე. მიზეზი? – სწავლის საფასურს ვეღარ ვიხდი, არ მაქვს სამსახური.“

 

საქართველოში ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს – ეს კვლევის შედეგია, რომელიც იუნისეფმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

 

 

„ოჯახში მხოლოდ მამაჩემი მუშაობს. მე და ჩემი ძმა სტუდენტები ვართ, წელს ჩააბარა. მამის ხელფასი ორივეს სწავლის საფასურსა და უზრუნველყოფას არ ჰყოფნის. ამიტომ, გადავწყვიტე, ამეღო  აკადემიური, რომ  ხელი არ შემეშალა ჩემი ძმის განათლებისთვის.“ – ამბობს, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, მარია გოცირიძე.

 

გაეროს მოსახლეობის  ფონდის (UNFPA) 2014 წლის ანგარიშის მიხევდვით, ქვეყანაში 800 ათასი ახალგაზრდა (20–24 წლამდე)  ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 18% შეადგენს. თუ ამას UNICEF-ის კვლევის 31 %–ს შევუფარდებთ, გამოდის, რომ ქვეყანაში 270 000 –მდე დაუსაქმებელი ახალგაზრდაა.

 

საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნა და პროფესიული კვალიფიკაცია, ქვეყანაში არსებულ შრომითი ბაზრის მოთხოვნებს ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება.

 

ბაქრაძე პრობლემის გადაჭრის გზას სახელმწიფოს როლისა და განათლების სისტემისთვის დაფინანსების გაზრდაში ხედავს. სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოსქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია განათლებული, მაგრამ განათლების სისტემა მაინც ვერ პასუხობს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს, რაც ასევე უფრო აღრმავებს უმუშევრობის პრობლემას,– ამბობს, UNFPA– ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

 

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ ახალგაზრდების პროფესიული მომზადება ზოგადი განათლების საფეხურზე უნდა იწყებოდეს, რაც მათ დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

 

“სკოლის შემდეგ, თითქმის მესამედი არც უმაღლესში მიდის და არც პროფესიულ განათლებას აგრძელებს. ნაწილი, ჯერ კიდევ, მეცხრე კლასის ბოლოს ამთავრებს სწავლას. სამუშაო ბაზარი კი, დასაქმებულებისგან სულ უფრო მეტ კომპეტენციებს ითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, განათლების ყველა საფეხურზე, უფრო მეტი რესურსი ხმარდებოდეს ახალგაზრდების პროფესიონალებად  ჩამოყალიებას.“

 

მარია გოცირიძისთვის განათლების სისტემის მთავარი ხარვეზი პრაქტიკული ცოდნის დეფიციტია.

 

“სტუდენტს, ანუ მე, მონუმენტური კედლის მხატვრობის რესტავრაციას არავინ ჩამაბარებს. აკადემიაში პრაქტიკაზე მხოლოდ ერთსა და იმავე „პრივილეგირებული სტუდენტებს“ უშვებენ. სამწუხაროდ, მე მათ რიცხვში ვერ მოვხდი. შესაბამისად, როდესაც არავინ გასაქმებს, ვერც გამოცდლება გექნება და ვერც პროფესიონალი გახდები. “ – ამბობს, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი.

 

განათლების სამინისტრომ გამოწვევებზე საპასუხოდ უმაღლესი განათლების სტრატეგია შექმნა. სტრატეგიაში განათლების სისტემის ევრო სტანდარტებთან მიახლოებაა გათვალისწინებული. თუმცა, ტექსტის შინაარსი ჯერ–ჯერობით უცნობია, დოკუმენტი წლის ბოლომდე გამოქვეყნება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში, ოთარ აბესაძე ამბობს, რომ სტრატეგიის ამოქმედების შემდეგ, ქართული უნივერსიტეტები ახალი სამეცნიერო ლაბორატორიებითა და ტექნიკური ბაზებით აღიჭურვება. სხვა შემთხვევაში, სასწავლებლებს სწავლების უფლება არ მიეცემათ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ „საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ გზამკვლევში“ ვკითხულობთ: „გაიზრდება ხარისხიანი ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა ქართველი სტუდენტებისთვის. შეთანხმება ითვალისწინებს, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა-სწავლების წახალისებასა და თანამშრომლობას პროფესიული განათლებისა და პროფესიული დარგების განვითარების მიზნით, რაც, ხელს შეუწყობს დასაქმებას.“ – „საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ გზამკვლევში“ (2014 წლის თებერვალი, საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტრო).

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, აბესაძე ამბობს, ჯერ კიდევ მუშაობენ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კონტროლის ახალ მექანიზმებზე. სწორედ, ეს ცენტრი უნდა გახდეს, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების გარანტი. ცენტრის ამოქმედების შემდეგ, უნივერსიტეტებისა და სასწავლო დაწესებულებებს  ავტორიზაცისა და აკრედიტაციის პროცედურების გავლა თავიდან მოუწევთ. 

 

გამოყენებული ბმული:

http://css.ge/files/documents/EPPM%20Reports/4%29_HE_Quality_Assurance_-Irine_Darchia.pdf

 

 

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

Loading radio ...