Smaller Default Larger

ნოემბრის ტესტ-მატჩები გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა 23 ნოემბერს ტესტ-მატჩების სერია იაპონიის ნაკრების დამარცხებით დაასრულა, ანგარიშით 35-24.

ამ დროისათვის მსოფლიო რეიტინგში ჩვენი გუნდი მე-15 ადგილზეა, ხოლო იაპონიამ მე-10 ადგილიდან მე-11-ზე გადაინაცვლა. ნოემბრის ტესტებში წინა ორი მარცხის შემდეგ, გუნდი მოსაგებად ემზადებოდა, თუმცა ათეულში შემავალი ნაკრების ამხელა სხვაობით დამარცხება გარკვეულ წილად მოულოდნელიც კი აღმოჩნდა. უარყოფითი ბალანსის მიუხედავად, ნოემბრის ტესტ-მატჩები მიღებული გამოცდილების მხრივ დადებითად შეფასდა.

დიდ გუნდებთან თამაშის გამოცდილება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე ტურნირი იქნება. ჩემპიონატისთვის მზადების წლევანდელი ეტაპი ამ მატჩით დასრულდა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მორაგბეები მხარდაჭერას უცხადებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას. ისინი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში 2011 წლიდან მონაწილეობენ.

ნაკრები მომავალი წლის თებერვლიდან ერთა თასის გათამაშებაში ჩაერთვება.

 

ფოტო-რეპორტაჟი საქართველო - იაპონიის შეხვედრიდან

  • IMG_2848
  • IMG_2858
  • IMG_2865
  • IMG_2882
  • IMG_2915
  • IMG_3086
  • IMG_3167
  • IMG_3177
  • IMG_3194
  • IMG_3204
  • IMG_3229
  • IMG_3249
  • IMG_3259
  • IMG_3270
  • IMG_3286
  • IMG_3292
  • IMG_3354
  • IMG_3362
  • IMG_3366
  • IMG_3369
  • IMG_3395
  • IMG_3443
  • IMG_3463
  • IMG_3477
  • IMG_3482
  • IMG_3522

Simple Image Gallery Extended

ფოტოები: გიორგი ფარქოსაძე

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ-რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

ჩემიბერლინისშეგრძნებებიმატარებლიდანიწყება.. იმისმიუხედავად, რომდასაჯდომიადგილებითავისუფალიიყო,

Loading radio ...