Smaller Default Larger

ციხის ალტერნატივა არასრულწლოვნებში

გიორგი 15 წლის არის და უკვე იცის რას ნიშნავს მოხვდე ციხეში და მერე თავი დააღწიო იქაურობას. დღეს რუსთავში მშობლებთან ცხოვრობს.

 გიორგის ოჯახი სოციალურად დაუცველთა სტატუსი აქვთ, ამიტომ, დედამ და მამამ ბიჭი გასაზრდელად თეთრიწყაროს რაიონში მოხუც ბებიასთან და პაპასთან გააგზავნეს. გიორგის სოფელში სწავლა და ცხოვრება არ მოსწონდა. უყვარდა ის დღეები, რომელსაც მშობლებთან და მეგობრებთან ერთად რუსთავში ატარებდა.

2014 წლის მარტში მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ქუჩაში მეგობრებთან ერთად თამაშობის დროს, საპატრულო ეკიპაჟს ქვა დაუშინა. პირველი ვერ მოარტყა, მეორე ავტომობილს მოხვდა და უკანა კარი შეიზნიქა. პოლიციის მანქანა იმ წამსვე გაჩერდა. ბავშვები დაიფანტნენ. გიორგიმ გაქცევა ვერ მოასწრო. პოლიციელებმა ის დასაკითხად სამმართველოში გადაიყვანეს. საბრალდებო სკამზე 187–ე მუხლის პირველი ნაწილი მიუყენეს და განუმარტეს, რომ მან სხვისი ნივთი დააზიანა. მუხლი, მსუბუქი დანაშაულისთვის სამ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმის სახით ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს.  გიორგის სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს ფულის გადახდა არ შეეძლო. პროკურატურამ ალტერნატივის სახით განრიდების პროგრამა შესთავაზა.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამას იუსტიციის სამინისტრო პროკურატურასთან და იუნისეფთან ერთად 2010 წლის ნომერიდან ახორციელებს. პროგრამა იმ არასრულოვანებს ეხებათ, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე (ან ჯგუფურობის გამო მძიმე) დანაშაული. პროგრამის მიზანი დანაშაულის პრევენცია, შემცირება და მოზარდების რესოციალიზაციაა. არასრულწლოვნებს ვალდებულების შესრულება უწევთ, რაც მათ სოციალურ აქტივობას უწყობს ხელს. მოქმედი პროექტის მიხედვით მხოლოდ პროკურორს აქვს უფლება განარიდოს პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებას. იმ შემთხვევაში თუ ბრალდების მხარე უარს იტყვის მოზარდის განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვაზე, მაშინ საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცემა. სწორედ ამ ნორმის შეცვლას ითხოვენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

თეონა კუჭავა, იუნისეფის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმღვანელი, განრიდების რეფორმას დადებითად აფასებს თუმცა, ამბობს, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის პროგრამაში სასამრთლო ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს.

„როგორც პროკურორს აქვთ უფლება განარიდოს არასრულწლოვანი ციხეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთივე უფლება უნდა ჰქონდეს მოსამართლესაც, იმ შემთხვევაში თუ საქმე სასამართლომდე მივა და პროკურორი უარს იტყვის ამა თუ იმ მოზარდის განრიდებაზე. “ – ამბობს კუჭავა.

Unicef –ის რეკომენდაციას უკვე იცნობენ იუსტიციის სამინისტროს მედიაციის სახლში. ლადო ჯავახიშვილი, იუსტიციის სამინისტროს განრიდებისა და მედიაციის ცენტრის პროგრამის მენეჯერი, განრამტავს, რომ აუცილებელია მოსამართლეებსაც ჰქონდეთ მოზარდის განრიდების უფლება.

გიორგი ერთ–ერთია იმ 704 არასრულწლოვანიდან, რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვნენ. მონაწილე მოზარდებიდან 10 %–ს გოგონები არიან. დანაშაული განმეორებით მხოლოდ 25 მათგანს, 4 %–ს აქვს ჩადენილი. 

პროცედურების მიხედვით, მას შემდეგ რაც პროკურორი გადაწყვეტს მოზარდის განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვას, საქმე სოციალურ მუშაკს გადაეცემა. სოცმუშაკი არასრულწლოვანს, მის ოჯახსა და მეგობრებს პირადად ხვდება. სწავლობს მოზარდის ფსიქიკას, მის საცხოვრებელ გარემოს და განსაზღვრავს არსებობს თუ არა დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი. მომზადებულ დასკვნას სოცმუშაკი პროკურორს წარუდგენს. რის საფუძველზეც, პროკურორი წყვეტს გააგრძელებს თუ არა მედიაციის პროცესი.

გიორგიზე მომზადებულ სოციალურ დასკვნაში ვკითხულობთ: “დანაშაულის ჩადენის მიზეზი მძიმე სოციალური პირობები და გართულებული ოჯახური ურთიერთობები გახდა. “სოცმუშაკის ინფორმაციით, დანაშაულის განმეორების რისკი დაბალია. დასკვნაში წერია, რომ ბიჭს ბევრი დადებითი თვისება აქვს, ის კეთილი და გულისხმიერია. ასევე, აგრძელებს სწავლას და აქვს ფანდურზე დაკვრის ნიჭი.

ამ დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ გიორგის საქმე მოსარიგებლად მედიაციის ცენტრს გადასცა. მედიატორი, შოთა კუკულაძე დაზარალებულსა და დამნაშავეს ცალ–ცალკე შეხვდა. გიორგიმ ჩადენილი დანაშაული აღიარა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიყენებული ზიანისთვის ბოდიში მოუხადა.

მედიატორმა განრიდების ხელშეკრულება გააფორმა და დამნაშავეს კვირაში ორჯერ ორ–ორი საათით შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის სამმართველოს საპატრულო მანქანების სამრეცხაოში დახმარება, დაევალა. ასევე, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ფანდურის წრეზე დაიწყო სიარული. ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადად სამი თვე განისაზღვრა. დაზარელებული (შინაგან სამქეთა სამინისტროს რუსთავის სამმართველო) დასთანხმდა საქმის შეწყვეტას. დღეს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. როგორც მედიატორი გვეუბნება, გიორგი ყველა ვალდებულებას კარგად ასრულებს. რამდენიმე დღეში არასრულწლოვანზე საქმის წარმოება შეწყდება და ავტომატურად მოეხსნება ნასამართლეობის სტატუსი.  

ხდება ისეც, რომ დაზარალებულები მედიაციის პროცესში მონაწილეობას არ თანხმდებიან.

„ზოგჯერ ეზარებათ მედიაციის პროცესში ჩართვა, ხან არ ესმით რატომ არის ეს საჭირო, ზოგი ვერ აცნობიერებს, რომ ეს პროგრამა დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს“ – ამბობს კუკელაძე.

ლადო ჯავახიშვილი იმერეთში გასულ წელს მომხდარ ფაქტს იხსენებს. მეზობლისთვის ორი ქათმის მოპარვისთვის სამი არასრულწლვანი დააკავეს. მოხუცმა ქალბატონმა იჩივლა. ბიჭები ერთი ოჯახიდან იყვნენ. ქურდობის მიზეზი, როგორც სოცმუშაკის დასკვნის საფუძველზე გაირკვა, სოციალური სიდუხჭირე გახდა. ჯავახიშვილის თქმით, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქალისმედიაციის პროცესში ჩართვა. მეზობელი მათზე ბრაზობდა, თუმცა, მედიატორმა შეძლო მისი დარწმუნება. ახლაგაზრდებს სახელშეკრულებო ვალდებულებად მუხუცი ქალისსაოჯახო საქმეებში დახმარება დაევალათ.

გასულ წელს, მედიაციის ცენტრის მონაცემებით (მსუბუქი და ჯგუფურობის გამო მძიმე დანაშაულის ჩადენაში), ბრალდებულ მოზარდთა 50%–ზე მეტი პროგრამაში ჩაერთო.  ცენტრის ინფორმაციით, 2015 წლიდან განრიდების პროგრამაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. ერთ–ერთის მიხედვით გაიზრდება მედიატორის როლი, იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული უარს იტყვის პროცესში მონაწილეობაზე, მედიატორს მასთან მუშაობა და მისი დარწმუნება დაევალება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმარციით, განრიდების პროგრამის გაფართოებაც იგეგმება. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან პროგრამაში მონაწილეობა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ არასრულწლოვნებასაც შეეძლებათ.

ganrideba inforaphic

შენიშვნა: სტატიაში გამოყენებული ისტორია ნამდვილია და ის იუსტიციის სამინისტროს განრიდებისა და მედიაციის ცენტრმა მოგვაწოდა.

ისტორიაში მონაწილე პირის ასაკი და სახელი შეცვლილია.

ახალი ამბები

სტატიები მომზადებულია ბიტ- რეპორტინგის კურსის ფარგლებში.

ერთი თვით ადრე, სანამ ბერლინში გავფრინდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი წავიდოდი

ჩემიბერლინისშეგრძნებებიმატარებლიდანიწყება.. იმისმიუხედავად, რომდასაჯდომიადგილებითავისუფალიიყო,

Loading radio ...