ისტორიები

პირადი ისტორიები

ბოლო კვლევის მიხედვით საქართველოში 45 000-მდე ნარკომომხმარებელია!

42 ათასამდე ნარკოტიკის მომხმარებელი, რეაბილიტაციის პროგრამის მიღმა რჩება!

2015 წლამდე საქართველოში ნარკოპოლიტიკა ორიენტირებული იყო მკაცრ სასჯელზე და არა რეაბილიტაციაზე!

ნარკოპოლიტიკის შედეგი ადამიანების ბიოგრაფიებში ჩანს. მათი ისტორიებიდან ირკვევა რა არის ნივთიერებაზე დამოკიდებულების ფასი მათთვის, მათი ოჯახებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის.

სასჯელი

ნარკოტიკის მომხმარებლებს და გამსაღებლებს საქართველოში ერთნაირად სჯიდნენ. 2010-იდან 2015 წლის მაისამდე 6 ათასამდე ადამიანმა (მათგან რამდენია მომხმარებელი და რამდენი ნარკოტიკის გამსაღებელი სახელმწიფომაც არ იცის), ისეთივე სიმძიმის სასჯელი მოიხადა, როგორიც გაუპატიურებისა და განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულებმა. საქართველოს კანონმდებლობა, 260-1 მუხლით ითვალისწინებდა 11 წლამდე სასჯელს ნარკოტიკული საშუალების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებისთვის. ამ კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც იმიჯნება მოხმარებისა და გასაღების მუხლები, იცვლება სასჯელის დოზა. 260-1 მუხლი დღევანდელი მდგომარეობით ითვალისწინებს 6 წლამდე პატიმრობას, ხოლო 260-2 მუხლი კი რომელიც აქამდე 7-14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა ცვლილების შემდეგ ითვალისწინებს 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გაუპატიურება - სსკ მუხცლი №137-1. 4-იდან 6 წლამდე პატიმრობა

განზრახ მკვლელობა - სსკ მუხლი № 108. 7-იდან 15 წლამდე პატიმრობა

ნარკო დანაშაული - სსკ მუხცლი № 260-1 ითვალისწინებს 11 წლამდე, № 260-2 კი, 7-იდან 14 წლამდე პატიმრობას

რეაბილიტაცია VS ციხე

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია
PRO და CONTRA

2006 წლიდან დღემდე კანონი ერთმანეთისგან არ მიჯნავდა ნარკოტიკის მომხმარებელს და გამსაღებელს (ისჯება 11 წლამდე, ან 7-იდან 14 წლამდე პატიმრობით)

2006 წლიდან დღემდე კანონი ერთმანეთისგან არ მიჯნავდა ნარკოტიკის მომხმარებელს და გამსაღებელს (ისჯება 11 წლამდე, ან 7-იდან 14 წლამდე პატიმრობით)

საქართველოში დაახლოებით 45 000 ნარკომომხმარებელია. სახელმწიფო რეაბილიტაციის პროგრამით მათგან მხოლოდ 2300 სარგებლობს.

მეტადონით ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამით 1 187 ნარკომომხმარებელი სარგებლობს.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით, ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 200 000 ლარით შემცირდა.

ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2015 წელს 300 000 ლარი გამოიყოფა.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით არავინაა ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, იძულებით ჩააბაროს ბიოლოგიური მასალა, გაიაროს კლინიკური დათვალიერება

2010-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში ნარკოლოგიური შემოწმება 142 716 ადამიანმა გაიარა. 2013 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დახარჯულმა თანხამ 3 მლნ ლარს გადააჭარბა.

2014 წელს გაეროს ოფიციალურ რეკომენდაციებში-ლინკ ხაზგასმულია მკაცრი ნარკოპოლიტიკის რეფორმის აუცილებლობა.

2014 წლის 11 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურებს აღარ ევალებათ ნარკოტიკის ზედოზირების შემთხვევების შესახებ პოლიციას აცნობონ. ზედოზირების შემთხვევაში პაციენტის სამკურნალო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

ნარკოტიკის გავრცელების მსოფლიო რუკა

© 2014 The Guardian

© 2014 newscafe.ge

GIPA სტუდენტური მედია

ჟურნალისტი: თინათინ გადელია


დეველოპერები: შოთა იორამაშვილი, თამუნა კაპანაძე


კურატორები: ნინო ლომაძე, ელენე ასათიანი