პოსტნატალური დეპრესია

• მშობიარობის  შემდგომი დეპრესიას სამედიცინო ლექსიკონის მიხედვით პოსტნატალური დეპრესია ჰქვია და ეს ტერმინი 1994 წლიდან არსებობს.

• დეპრესიის სიმპტომები თავს იჩენს მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, თუმცა  შესაძლოა განვითარდეს 6 თვის შემდეგაც.

• ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დეპრესია, PPD დიაგნოზია და  სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

• იკურნება მედიკამენტოზური ჩარევით და ასევე ფსიქოთერაპიული მეთოდით.  მკურნალობა, ისევე როგორც სიმპტომები, ცხადია ინდივიდუალურია.

• ერთი წლის განმავლობაში მშობიარობის შემდგომი დეპრესია უფრო ხშირია, ვიდრე ბევრი სხვა გავრცელებული დაავადება,  როგორიცაა ეპილეფსია, ალცეიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და სხვა. mental-health-matters.com

• მამაკაცთა 4 %-იც  განიცდის დეპრესიას ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში.

• ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევების მიხედვით: ყოველწლიურად  შვიდი ქალიდან ერთი განიცდის პოსტნატალურ დეპრესიას. www.seleni.org

პოსტნატალური დეპრესია
  • გვანცა
    27 წლის
    მაკა
    29 წლის
    ნინო
    27 წლის
    ნათია
    22 წლის
    ანა
    22 წლის
    ვიკტორია
    29 წლის
    ირინკა
    27 წლის
    ნინო
    25 წლის

X

სიმპტომები
განმარტება:
ამერიკის შეერთებული შტატების დავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად ამერიკაში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები ქალების 20 % აქვს. საქართველოში მსგავსი კვლევა არასდროს ჩატარებულა, შესაბამისად, არც სტატისტიკა მოგვეპოვება. პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომები მშობიარობიდან შეიძლება ერთი წლის განმავლობაში გამოვლინდეს და ისინი სრულიად განსხვავებული და ინდივიდუალურია:
- უძილობა - უმადობა
- უგუნებობა
- მარტოობის შიში
- მუდმივი დაღლილობის განცდა
-მომეტებული გაღიზიანება
- ინდეფერენტულობა
- ბავშვთან მარტო დარჩენის შიში
- ხშირი თავის ტკივილი, კუჭის და კუნთების ტკივილი
- ახლობელ ადამიანებთან კონტაქტის გაწყვეტა
- კონცენტრაციის დეფიციტი
შენი ისტორია
ჩვენს შესახებ

პროექტის ავტორი: ნუცა დევიძე

ვებ-დეველოპერი: თამუნა კაპანაძე

დიზაინი: ანანო შარაშენიძე