Drug Trap
By Maradia Tsaava
Autism is a neuro-developmental disorder that is noticed during social interaction, communication, and sometimes in behavior that seems slow. Globally, autism is calculated to have an effect on 21.7 million people as of 2013. It is 4 to 5 times more common in boys than girls. The number of people diagnosed has been increasing dramatically since the 1980s, partly attributable to changes in diagnostic observation and government-subsidized diagnosis programs.
A new program of government-funded care was launched in Georgia in July, 2015. So far it reaches only children in the capital of Tbilisi, which is only a fraction of the estimated 7,000 children with autism in the country. In some areas there is no help.
Sophiko Kereselidze, Head of the Autism Center in Georgia, underlines the importance of the program: ‘’There was no program or even any center supporting autistic children," she said. "In 2010, we signed a memorandum with Ilia State University and launched the first Autism Center in Georgia, which is a training and education institution designed for children on the autistic spectrum. I believe the program will help lots of children. We are happy of that our efforts started this program.’’
“One in 88 kids in the world is born with autism syndrome. In Georgia, no comprehensive studies are conducted; however, there are pilot studies that indicate the figures are similar. If medical care is started early enough, 50 percent of children will live absolutely normal lives,” Kereselidze says. “With the help of this program, it is possible to identify and study children with autism. It is also important to expand the program to the whole country, because there are lots of children who need the help.”
Nino Kitia, mother of Nikolas Kitia (10), a boy with autism syndrome, supports the program with great enthusiasm.
“Now we are taking part in the program and it is great that we have such a chance. Of course, I would prefer that the program offered more activities, but since it’s a new program I believe children with autism will have a better future," Nino Kitia said. ‘’We diagnosed autism in Nikolas when he was 3 years old. We attended the Autism Center at Ilia State University from the first years of its activity and it helped us a lot. I hope all children in Georgia will be able to use this program.’’
Experts in the field highlight the importance of raising public awareness so as to facilitate early identification and so society understands autism better. World Syndrome Awareness Day on April 12 has been held in Georgia for the last four years. This year, a special event for kids was held at the Tbilisi zoo.
მარადია ცაავა
პრეპარატების მახე
„ეს წამალი დალიე, ჩემი მეზობელი სვამდა და ძალიან აქებს“ - ენდოკრინოლოგმა სოფიკო ვეშაპიძემ ეს ფრაზა ერთ-ერთ პოლიკლინიკაში პროფესიონალი ექიმისგან მოისმინა.
ტატა ფრანგიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და დღეს წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში მუშაობს. ერთი წლის წინ ეხოსკოპისტმა მის საშვილოსნოში ენტომეტრიოზი აღმოაჩინა. გინეკოლოგმა კი, რომელსაც ტატამ მიმართა, კონკრეტული წამლის მიღება ურჩია, რომელიც მის ბუნებრივ ციკლს ექვსი თვით შეაჩერებდა. ტატას წამლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, იცოდა მხოლოდ ის, რომ ქართული პრეპარატი უკრაინაში მზადდებოდა. მან გადაწყვიტა წამლის მიღებაზე უარი ეთქვა.
„არ მინდოდა ჰორმონალური წამალი მიმეღო და მენსტრუალური ციკლი ხელოვნურად შემეჩერებინა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ეს ენდომეტრიოზი იმ მომენტში ჯანმრთელობისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა.“ - ამბობს ტატა. „ძალიან ბევრ ქალს აქვსსაშვილოსნოში, მსგავსი წანაზარდი რომელიც არ პროგრესირებს. მისი მოშორება მაშინაც შეიძლება, როდესაც ქალი დაფეხმძიმებას გადაწყვეტს. მეც შემეძლო ამ პრობლემის მოგვარება მხოლოd მაშინ დამეწყო, როდესაც ორსულობას გადავწყვეტდი. სამედიცინო განათლება რომ არ მქონოდა, კითხვებს არ დავსვამდი, არ დავფიქრდებოდი და პირდაპირ მივიღებდი წამალს, რომელიც სულ რამდენიმე წელია რაც ბაზარზეა და მისი უკუჩვენებების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.“ ექიმმა ტატას ლაპაროსკოპია, ანუ მსუბუქი ოპერაციის გაკეთებაც შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან ენდომეტრიოზის მოშორების აუცილებლობას ვერ ხედავდა.
სოფიკო ვეშაპიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა პოლიკლინიკაში მუშაობდა და თავად გახდა მომსწრე პროცესისა, თუ როგორ თანამშრომლობენ ექიმები ფარმაცეფტულ კომპანიებთან.
„უმეტესად პოლიკლინიკაში მომუშავე ექიმებს საკმაოდ დაბალი ხელფასები აქვთ. როდესაც მათ ფარმაცეფტული კომპანიის წარმომადგენლები უკავშირდებიან და სთავაზობენ ახალ პრეპარატს და მისი გამოწერის შემთხვევაში ბონუსს ჰპირდებიან, ექიმები ამ წამლების გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებზე აღარ ფიქრობენ და თანხმდებიან.“ მისი თქმით, ყველა წამალი ექსპერტიზას FDA - ამერიკის საჭმლისა და წამლის ადმინისტრაციაში გადის, მაგრამ ხშირად ექიმები ამა თუ იმ პრეპარატის შესახებ FDA - ს დასკვნას არ აკვირდებიან.
ზოგიერთი ფარმაცეფტული კომპანიის წარმომადგენლები ექიმებისგან პაციენტების ტელეფონის ნომრებს ითხოვენ, რათა გადაამოწმონ, ნამდვილად ყიდულობენ ისინი პრეპარატს თუ არა - ამტკიცებს ვეშაპიძე. „ზოგი წამლის უმიზეზოდ მიღებამ შეიძლება არ ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ მისი რომელიმე სხვა პრეპარატთან ერთად მიღება შეიძლება არ იყოს რეკომენდებული. ექიმები ხშირად მსგავს დეტალებს ყუურადღებას არ აქცევენ - ამბობს ვეშაპიძე.
გიორგი ზურაბაშვილი გულ-სისხლძრღვთა ქირურგია. მისი აზრით, წამლების გადაჭარბებული რაოდენობის დანიშვნა პროფესიონალიზმის, განათლებისა და გამოცდილების ნაკლებობის ბრალია. „ზოგი ქირურგი პაციენტს ანტიბიოტიკის გადამეტებულ დოზას უნიშნავს. ანტიბიოტიკი ყველა სახის ბაქტერიას კლავს. ორგანიზმი ეჩვევა ძლიერ ანტიბიოტიკს და რეალური საჭიროების შემთხვევაში საკმარისად ვეღარ მოქმედებს. პაციენტს სულ მეტი და მეტი დოზა სჭირდება...“ ზურაბაშვილი იმასაც უსვამს ხაზს, რომ პაციენტებს ხშირად თვითონ აქვთ ბევრი წამლის დანიშვნის მოლოდინი და, ერთი მხრივ, არაპროფესიონალ ექიმებად მიიჩნევენ მათ, ვინც ბევრი პრეპარატის მიღებას არ აიძულებს პაციენტებს.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც სამედიცინო განათლება ან გამოცდილება არ აქვს? როგორ ავიცილოთ ზედმეტი პრეპარატის მიღება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას? პაციენტებს მხოლოდ ერთადერთი გზა რჩებათ: ყოველი პრეპარატის შესახებ თავად მოიძოვონ ინფორმაცია და საფუძვლიანად გამოიკვლიონ ესა თუ ის წამალი. თუმცა, პაციენტები ამ შემთხვევაშიც დიდ პრობლემას წააწყდებიან, რადგან რთულია გაიგო სად გადის ზღვარი ინფორმაციასა და რეკლამას შორის.