დანართი #5
ექსპერტი: ეკა ხაბაზი, ინფექციონისტი
პაციენტი: მ.მ. სქესი-მამრ ასაკი-33 წ
გასტროენტეროლოგის კონსულტაცია- 20.09.14
ჩვენ ხელთ არსებული ჩანაწერის მიხედვით, გასტროენტეროლოგის დიაგნოზია :ქრონიკული გასტროდუედენიტის გამწვავება.(_) გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.(!!) ექიმმა ეჭვი მიიტანა „წულულოვან დაავადებაზე“, სავარაუდოდ იგულისხმება ICD10 კლასიფიკაციით K 27 პეპტიური წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის. ანმნეზით 2010 წელს პაციენტს აღენიშნებოდა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (K 27).
დიაგნოზის სიზუსტეზე არსებული მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ.
გამოკვლევის სქემა პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: პირველი შესაბამისობაშია დასმულ დიაგნოზთან, ხოლო დანარჩენი დამატებით დაინიშნა პაციენტის ჩვენთვის უცნობი ჩივილების საფუძველზე.
გამოკვლევების სქემაში არ ფიგურირებს H.pylori-ს ინფექციის სადიაგნოსტიკო გამოკვლევა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით სავალდებულოა პეპტიური წლულის სავარაუდო დიაგნოზის შემთხვევაში, თუმცა შესაძლებელია რომ, შესაბამისი კვლევა იგეგმებოდა/იგულისხმებოდა ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის პროცესში.
მკურნალობა
დანიშნული მედიკამენტები :
აუგმენტინი - ანტიბაქტერიული პრეპარატი, ამოქსაცილინისა და კლავულონის მჟავის კომბინაცია, ე.წ „გაძლიერებული ამოქსიცილინი“
დე-ნოლი - წლულის სამკურნალო საშულებების ჯგუფიდან, ბისმუტის სუბციტრატი
ეზომეპრაზოლ სანდოზი - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, ეზომეპრაზოლი
ტრიდატ ფორტე -კუჭ-ნაწლავის მოტორიკის მარეგურილებელი, ტრიმებუტინი
დანიშნული მედიკამენტებით , შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გასტროენტეროლოგს ემპირიულად დაწყებული აქვს H.pylori-ს ერიდიკაციული მკურნალობა, თუმცა მკურნალობის სქემა სრულად არ შეესაბამება საერთაშორისო თუ საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ პროტოკოლებს:
ჩვეულებრივ მკურნალობა 3 კომპონენტიანია: ორი ანტიბიოტიკი და პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი. მოწოდებულია ანტიბიოტიკების სხვადასხვა კომბინაცია, ძირითადად ამოქსაცილინის, კლარიტრომიცინის, მეტრონიდაზოლის და ტეტრაციკლინის შემადგენლობით. ამ შემთხვევაში დანიშნულია მხოლოდ ერთი ანტიბიოტიკი -აუგმენტინი, გაძლიერებული ამოქსაცილინი ,რომელსაც მართალია მგრძნობელობის უფრო ფართო სპექტრი ახასიათებს, მაგრამ მონოთერაპიის სახით ერადიკაციის ეფექტურ საშუალებად ვერ ჩაითვლება. ამასთან, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მსოფლიო პრობლემის გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის რუტინულად დადგენილზე მეტად ძლიერი ანტიმიკრობული პრეპარატის გამოყენება.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ უროლოგს დანიშნული აქვს ტიბერალი -ორნიდაზოლი, თუმცა დანიშნულებაზე არ არის აღნიშნული თარიღი და შესაბამისად ვერ ვიმსჯელებთ ერთდროულად იღებდა თუ არა პაციენტი გასტროენტეროლოგისა და უროლოგის დანიშნულებას და იყო თუ არა სპეციალისტების ქმედება სინქრონიზებული. თავის მხრივ ტიბერალი/ორნიდაზოლი წარმოადგენს მეტრონიდაზოლის ჯგუფის ახალი თაობის პრეპარატს, თუმცა ის H.pylori-ს სამკურნალო რუტინულ სქემებში არ გამოყენება.