Is prescription system working in pharmacological sector?

By Nino Abdaladze

More than a year has passed since the Georgian government established a prescription system for drugs following the practice of European countries. On September 1, 2014 the ministry established a prescription system under which many drugs can be sold only with a prescription.

Minister of Health, Labor and Social Affairs David Sergeenko said the initiative will try to create better environment for the healthcare system and it has already brought important changes to the pharmaceutical field. While government officials announce positive outcomes, several researches and experts claim the opposite.

According to www.ipress.ge, the Deputy Health Minister Zaza Sofromadze stated that one of the major accomplishments is the 80 percent decline in so called “pharmaceutical drug addiction”. However, the survey conducted in 2015 by Curatio International Foundation and Public Union: Bemoni shows that there has been no significant change in the usage of non-injection drugs since 2012. The mostly used non-injection drugs were Hallucinogens and CNS depressants.

According to 2015 Transparency International Georgia research “Public Opinion on Medication Use and the Prescription System", one in every 10 respondents has bought prescription drugs without a prescription. According to the organization’s senior analyst in health, finance and economic issues, Mikheil Kukava, they expected that number would be much higher. Kukava says the problem truly exists and it needs to be solved. “We offered the Georgian government the online system of prescription as well as making a patient online card” - says Kukava who mentions this change would increase the transparency of the system.

According to research in the scientific journal “Health Policy and Insurance” N2 (2015), “The prescription system in Georgia” has shown drugs are still sold without showing the ingredients, especially the ones that can cause serious damage to one’s health if used improperly or without the doctor’s prescription. The research concludes that the problem can be solved by establishing an online prescription system.

Khatuna Gigauri, 48, bought Metfogamma in one of the Pharmadepot’s pharmacies several months ago. Even though now the pharmacy sells this drug with a prescription, you can get it through a telephone consultation. Metfogamma is used to treat diabetes, together with special diet. As written in the note that comes with the drug, if not used properly, it can have serious side effects such as problems while driving a car. Gigauri says Pharmadepot was the only pharmaceutical network which sold this drug without prescription.

Ana, 22, (who asked her last name not be used) has bought Nimesil at a non-network pharmacy located in Tbilisi. Nimesil is a painkiller commonly used in Georgia but it is prohibited in many countries such as the USA and Canada because of its side effects, including liver failure. According to the Transparency International research, the number of Nimesil pills imported in Georgia in 2014 was 1,066,393. After establishing the prescription system, usage of this drug decreased. From January through May 2015, the number of Nimesil pills imported was 53,798.

The prescription system is regulated by the State Regulation Agency for Medical Activities and the Ministry in accordance with the Georgian law of Medicine and Pharmaceutical Activity. Ministry senior specialist Tamar Manjavidze says the prescription system is successful for two main reasons: it reduces the amount of money that people spend on drugs as they only buy the ones they truly need. According to the Health Care System Performance Assessment Report published in 2013 by the Ministry of Health, Labor and Social Affairs, high expenses on medicine were caused by irrational pharmacotherapy, the lack of prescription system and the acts of self-treatment. As Manjavidze says, the prescription system decreases self-treatment that can seriously harm one's health condition. “People used to buy antibiotics every time they sneezed and such high usage can reduce resistance. The prescription system successfully deals with this problem” - says Manjavidze. According to a World Health Organization (WHO) survey conducted in Georgia, the percentage of self-treatment was reduced to 6.2 percent in 2014 from 8.7 percent in 2010. Manjavidze says every violation of the prescription system should be punished in accordance with the level of the violation. She also sees a solution in creating an online prescription system.

The ministry plans to establish the online prescription system starting in 2016. Some clinics have already joined the program. An online prescription system can better show the overall circulation of a medicine. Patients will save time and money as they won’t have to wait for hours at a doctor’s office. However, it can cause problems for people who live in the regions and don’t have access to the internet. Ministry department head Marina Darakhvelidze stated on the Public Broadcaster that the process will develop step-by-step and such problems will be considered in advance.

Even though the prescription system has brought serious changes in the pharmaceutical sector, it still needs to be more transparent and better regulated. Nowadays the system is not easily monitored as the prescription transforms from doctor to patient to the pharmacy and is not kept in an online system. Authorities find it difficult to detect every violation of the regulations. Healthcare professionals say the situation would be improved with the help of an online prescription system.

მუშაობს თუ არა მედიკამენტებზე რეცეპტების სისტემა?

ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მედიკამენტებზე რეცეპტების სისტემა დანერგა. 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად, წამლების გარკვეული კატეგორია მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე იყიდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, განცხადებით, რეცეპტების სისტემამ მთლიანად შეცვალა გარემო და ფარმაკოლოგიურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს, რამდენიმე კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს.

საინფორმაციო სააგენტო ipress.ge-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომ რეცეპტების სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო 80%-იანი კლება ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიაში“. თუმცა, ფონდ „კურაციოსა“ და საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონის“ მიერ 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არაინექციური ნარკოტიკების მოხმარების მხრივ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეიმჩნევა. კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად მოიხმარენ არაინექციურ ნარკოტიკებს ე.წ. ჰალუცინოგენებსა და ანტიდეპრესანტებს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ 2015 წელს ჩაატარა კვლევა „როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება მედიკამენტების მოხმარებისა და რეცეპტების სისტემის მიმართ“. კვლევის მონაცემების თანახმად, ყოველ მეათე რესპოდენტს შეუძენია რეცეპტით გასაცემი მედიკამენტი რეცეპტის გარეშე. ჯანდაცვის ფინანსურსა და ეკონომიკურ საკითხებში ორგანიზაციის უფროსი ანალიტიკოსის, მიხეილ კუკავას, განცხადებით, კვლევის ავტორები ფიქრობდნენ, რომ აღნიშნული რიცხვი უფრო მაღალი იქნებოდა. კუკავა ასევე აცხადებს, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს დააუცილებლად უნდა გადაიჭრას. „ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ რეცეპტების ონლაინსისტემის ჩამოყალიბება და პაციენტების ონლაინბარათების შექმნა“, - ამბობს კუკავა. მისი თქმით, ეს ცვლილება გაზრდის სისტემის გამჭირვალობას.

სამეცნიერო ჟურნალ „ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა“ 2015 წლის ნომერში გამოქვეყნებულა კვლევა „რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება საქართველოში“ . ამ კვლევამ აჩვენა, რომ რეცეპტით გასაცემი წამლები კვლავ იყიდება ურეცეპტოდ. ზოგიერთი მათგანის დანიშნულების გარეშე გამოყენება კი შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. როგორც კვლევის დასკვნაშია მითითებული, პრობლემა შესაძლოა ონლაინ-სისტემის დანერგვით მოგვარდეს.

48 წლის ხათუნამ რამდენიმე თვის წინ„ფარმადეპოს“ ერთ-ერთ აფთიაქში შეიძინა მედიკამენტი „მეტფოგამა“. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აღნიშნული აფთიაქი ამ მედიკამენტს გასცემს მხოლოდ რეცეპტით, ე.წ. „მწვანე ბარათის“ მფლობელთათვის მისი მიღება შესაძლებელია სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზეც. „მეტფოგამა“ გამოიყენება არაინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ანოტაციის თანახმად, არასწორი გამოყენების შემთხვევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. მაგალითად, პრობლემები მანქანის მართვის დროს.

22 წლის ანამ (სახელი შეცვლილია) ქალაქ თბილისის ერთ-ერთ არაქსელურ აფთიაქში შეიძინა „ნიმესილი“. ეს პრეპარატი საქართველოში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც სიცხის დამწევი საშუალება, მაგრამ ამერიკასა და კანადაში აკრძალულია ისეთი გვერდითი მოვლენების გამო, როგორიცაა ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა“ 2015 წლის ნომერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2014 წელს უცხოური „ნიმესილის“ გამოყენების 1 066 393 შემთხვევა აღინიშნა. რეცეპტების სისტემის დანერგვის შედეგად „ნიმესილის“ გამოყენება შემცირდა. 2015 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით იმპორტირებული ნიმესილის ყიდვისა და გამოყენების 53 798 შემთხვევა აღინიშნა

მედიკამენტებზე რეცეპტების სისტემას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონის“ თანახმად არეგულირებს. ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი სპეციალისტის თამარ მანჯავიძის განცხადებით, რეცეპტების სისტემა წარმატებულია ორი მთავარი მიზეზის გამო. პირველი- ეს არის ეკონომიკური ფაქტორი. მომხმარებლები ნაკლებ ფულს ხარჯავენ წამლების შეძენისას, რადგან ყიდულობენ მხოლოდ იმას, რაც სჭირდებათ. ხოლო მეორე -შემცირდა თვითმკურნალობის შემთხვევები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2013 წლის ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ანგარიშის თანახმად, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები გამოწვეული იყო ირაციონალური ფარმაკოთერაპიით, რეცეპტების სისტემის არარსებობითა და თვითმკურნალობით. მანჯავიძის განცხადებით, თვითმკურნალობას შეუძლია სერიოზულად დააზიანის ადამიანის ჯანმრთელობა: „ადამიანები ანტიბიოტიკებს ყოველ დაცემინებაზე სვამდნენ, ეს კი იწვევს რეზიზტენტულობას. რეცეპტების სისტემა აღნიშნულ პრობლემას წარმატებით ებრძვის“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2010-2014 წლებში თვითმკურნალობა 2.5 %-ით შემცირდა. მანჯავიძე ასევე ამბობს, რომ ონლაინ რეცეპტების სისტემა სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის.

ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ რეცეპტების სისტემის დანერგვას მიმდინარე წელს გეგმავს. ზოგიერთი კლინიკა უკვე ჩაერთო პროგრამაში. ონლაინ რეცეპტების სისტემა უკეთესად არეგულირებს მედიკამენტების ცირკულაციას. ასევე დაიზოგება პაციენტების დრო და ფინანსები, რადგან მათ აღარ მოუწევთ ექიმის კაბინეტთან საათობით რიგში დგომა. მეორე მხრივ, აღნიშნული სისტემა შეიძლება არახელსაყრელი იყოს რეგიონებში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე. სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას განმარტა, რომ პროცესი ნელ-ნელა განვითარდება და წინასწარ იქნება გათვალისწინებული ყველა მსგავსი დეტალი.

მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტების სისტემის დანერგვას ფარმაკოლოგიურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა, საჭიროა, რომ ის იყოს გამჭირვალე და უფრო მარტივად რეგულირდებოდეს.. დღეს რეცეპტი გადადის ექიმიდან პაციენტის ხელში, შემდეგ ხვდება აფთიაქში და არ ინახება ონლაინ სისტემაში. შესაბამისად, პასუხისმგებელი ორგანოსთვის რთულია ყველა დარღვევის დაფიქსირება და აღმოფხვრა. ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, მდგომარეობა შესაძლოა გამოსწორდეს რეცეპტების ონლაინ სისტემაზე გადასვლით.