Anti-obesity Pills Can Harm Health
By Keti Mestvirishvili
Obesity is the fastest growing public health problem. It’s something that many people suffer from. As doctors say, obesity is not a disease which can be cured in a week or a month. This is a chronic disease that needs permanent attention.
According to the research “Anti-obesity Drugs: Past, Present and Future” made by R. John Rogers, Matthias T, Schop and John P.H. Wilding, it has been estimated that in 2005 some 400 million adults worldwide were obese, and 1.6 billion are overweight. People who suffer from obesity are recommended to visit a doctor but, in most cases, they decide to cure themselves by strict diets, sometimes by almost starving. Many of them decide to use anti-obesity pills without visiting a doctor. This decision can be even more harmful for health. That’s why it’s very important to take into consideration what doctors say.
An endocrinologist at Aversi clinic, Nino Gabidzashvili, discusses principles of losing weight on the webpage of Aversi. She says that according to the research, it’s not recommended to use anti-obesity pills when a patient has the first stage of obesity. If a patient can reach the goal with body exercises, there is no need to use drugs. Drugs are useful when diets and exercises are not working. Only some drugs have US Food and Drug Administration (FDA) certificates; they cause a lack of appetite and thus they work. “I wouldn’t advise anyone to use these drugs without visiting a doctor because they may get a worse result. Sometimes these drugs cause more fatness” - says Gabidzashvili.
There are some slimming products that have been banned by the FDA and World Health Organization (WHO). Sibutramine which appeared to cause non-fatal heart attacks or non-fatal strokes, was removed from the US market. Endocrinologist Lika Tsutskiridze explains that Siburtamine can’t be bought in Georgian pharmacies but the problem is that these medicines can be bought online.
In Georgia, pharmacies sell the anti-obesity drug Orlip which can be bought with a prescription. But in most cases, pharmacies offer consumers to get the prescriptions by email or by their own doctor who gives prescriptions. But no one can check whether the patient really needs that prescription or not.
“Anti-obesity pills include diuretics that cause thinness but those pills are not recommended to use for a long time. Unless patients continue doing exercises, they will definitely gain weight again. FDA permits the use of Orlistat but if using only pills, patients are unable to reach their goal” - says Tsutskiridze. She says that sometimes patients think they have to starve instead of being on a diet but that diet means to count calories and to plan how to feed oneself.
Nutritionist Elene Shelestova believes that an anti-obesity pill that is fully reliable, doesn't exist. “There are some drugs that help to lose appetite but they are too expensive and many people cannot afford it. Some drugs can be bought in Georgia but I don’t trust them and don’t use them" - says Shelestova. We asked her to list drugs that she prescribes but she refrained from naming them.
“It is very important that before any prescription, patients should research them and the anti-obesity pills should be prescribed by an endocrinologist" - Shelestova said. "The most frequent problem is not to lose weight, but to maintain it" – she added.
სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მათი ზემოქმედება, შეძენის ლეგალური თუ არალეგალური გზები.
სიმსუქნე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც უამრავი ადამიანი იტანჯება. ექიმები ამბობენ, რომ ამ დაავადებისაგან განკურნება მცირე ხანში შეუძლებელია. დაავადება ქრონიკულია და ხანგრძლივი მართვა სჭირდება. ერთ-ერთი კველავის თანახმად ( „სიმსუქნის საწინააღმდეგო აბები, წარსული, აწმყო და მომავალი“ , როჯერსი, ჯ. ), 2005 წელს სიმსუქნით დაავადებული იყო 400 მილიონიმოზარდიმსოფლიოში. სიმსუქნითდაავადებულთათვისრეკომენდირებულიაექიმთანვიზიტი, თუმცა, ხშირშემთხვევაში,ისინი თავად წყვეტენ, დაიცვან მკაცრი დიეტები, ზოგჯერ შიმშილობენ კიდეც. მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ სიმსუქნესთან გამკლავებას ადამიანები ეგრეთწოდებული „გასახდომი აბებით“ ცდილობენ, რომლებსაც ექიმთან ვიზიტის გარეშე იღებენ. ამ ფონზე, საინტერესოა, რას ამბობენ მედიკოსები.
ავერსისი კლინიკის ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი კლინიკის ვებგვერდზე (http://old.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&id=1611&cat_id=2 ) საუბრობს წონის კლების პრინციპებზე. მას მიაჩნია, რომ სიმსუქნის პირველ ეტაპზე წონის დასაკლები აბების დანიშვნა პაციენტისთვის არ არის რეკომენდებული. სწორი კვებითა და ვარჯიშით შესაძლებელია მიიღო სასურველი შედეგი, ხოლო თუკი აღნიშნული მეთოდები არ არის შედეგის მომტანი, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის საჭირო დამატებით მედიკამენტების დანიშვნა. მხოლოდ წონის დასაკლებ რამდენიმე წამალს აქვს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის სერტიფიკატი. აღნიშნული ტიპის წამლები იწვევს მადის დაკარგვას და ამგვარად მოქმედებენ. „არავის ვურჩევდი მსგავსი მედიკამენტების თვითნებურად გამოყენებას, რადგან ხშირად ისინი უარყოფითად მოქმედებს და ზოგჯერ სიმსუქნის სტადიას ამძიმებს კიდეც“ - ამბობს გაბიძაშვილი.
წონის დასაკლები ზოგიერთი წამალი უვარგისად მიიჩნია და აკრძალა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ. ერთ-ერთი მათგანია „სიბუტრამინი“ („მერიდია“ ) , რომელიც მრავალ გვერდით მოვლენებს იწვევდა. "მერიდია" საქართველოს ბაზარზე (აფთიაქებში) ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მათი ელექტრონულად შეძენა შესაძლებელია. სანაცვლოდ, საქართველოს აფთიაქებში ხელმისაწვდომია მედიკამენტი „ორლიპი“, რომლის საყიდლადაც საჭიროა რეცეპტი, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, აფთიაქებში მისულ პაციენტს რეცეპტის იმეილზე გაგზავნას ან თავიანთი ექიმის მიერ გამოწერას სთავაზობენ და ამგვარად ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი ხდება წამალი.
„წონის დასაკლები მედიკამენტები , რომლებიც იწვევს წონის კლებას, შეიცავს შარდმდენებს, თუმცა მათი მოხმარება არ არის რეკომენდებული ხანგრძლივად. თუკი პაციენტი მკურნალობის შემდეგ ვარჯიშს არ გააგრძელებს, იგი კვლავ მოიმატებს. ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია დასაშვებად მიიჩნევს "ორლიპის" დანიშვნას საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის პირობებში,“ - განმარტავს ცუცქირიძე. იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ხშრად პაციენტები დიეტის დაცვას აიგივებენ შიმშილობასთან, მაშინ, როდესაც დიეტა გულისხმობს კალორიების დათვლასა და კვების სწორად დაგეგმვას.
ნუტრიციოლოგი ელენე შელესტოვა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წონის დასაკლები მედიკამენტი, რომელიც აბსოლუტურად სანდოა და არ აქვს გვერდითი ეფექტები. „ზოგიერთი წამალი მადას აქვეითებს, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია და ყველას არ შეუძლია, შეიძინოს. არსებობს წამლები, რომლებიც იყიდება საქართველოში, მაგრამ არ ვენდობი მათ და, შესაბამისად, არ ვნიშნავ“ - ამბობს ელენე შელესტოვა, რომელმაც თავი შეიკავა იმ მედიკამენტების დასახელებისაგან, რომლებსაც ის უნიშნავს პაციენტებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეცეპტის გამოწერამდე პაციენტმა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს, ხოლო რეცეპტი ენდოკრინოლოგმა უნდა გამოწეროს. ყველაზე რთული არის არა წონის დაკლება, არამედ სასურველი წონის შენარჩუნება“ - აღნიშნა შელესტოვამ.