პარაჩემპიონები

საქართველოს მოსახლეობის 3%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს [118 651 ადამიანი]. მათი უმეტესობა დედაქალაქში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 70-100 ლარამდე პენსიას იღებს.
2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 000 საჯარო მოხელედან მხოლოდ ოცდაოთხს აქვს შშმ პირის სტატუსი.
რიცხვების უკან ნამდვილი ადამიანები დგანან, განსაკუთრებული ნებისყოფის, მონდომების და ენერგიის ადამიანები.
ას ოცი ათასიდან 30 პარასპორტსმენია. ცხრა მათგანს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის წოდება აქვს.
ეს არის ისტორიები პარასპორტსმენებზე, რომლებიც თავიანთი მონდომებისა და ძალისხმევის ხარჯად დაუჯერებელ წარმატებას აღწევენ. ეს ისტორიებია ადამიანებზე, ვინც ახლა უკვე ოცნებების ახდენაში სხვებს ეხმარებიან. ისინი ქართველი ჩემპიონები არიან.

SKIP

melia
დათო ქობალია
melia
ბესო ლეკიაშვილი
melia
ნიკოლოზ თვაური
melia
თემო გოცაძე

პროექტის ავტორი: მარიამ უგრეხელიძე

ვებ-დეველოპერი: თამუნა კაპანაძე

დიზაინი: ანანო შარაშენიძე

© GIPA CrossMediaLab Production

X

მაშინ, როდესაც საქართველოში შუქი, გაზი, დენი, წყალი და საჭმელიც ფუფუნების საგნად იქცა და ქვეყნის მოსახლეობა მთლიანად “დიდ დეპრესიაში” იყო ბესო ლეკიაშვილმა, ფეხზე მიღებული ტრავმისა და რამდენიმე თვიანი გაუნძრევლად წოლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ რეაბილიტაციას ბოლომდე გაივლიდა და სპორტშიც დაბრუნდებოდა. ჭიდაობას ვეღარ შეძლებდა,ამიტომ მკლავჭიდით დაინტერესდა და საკუთარი ხელით გაკეთებული სავარჯიშოებით დაიწო მზადება. ვარჯიშის და მონდომების შედეგად ბესომ პირველივე წელს მიაღწია წარმატებას და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დღეს ბესო ყველაზე ხანდაზმული პარასპორტსმენია და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარება სპორტში თავის დამკვიდრებაში. ბესო ლეკიაშვილი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია და ახლა, კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

X

დათო ქობალია იმ ქართველ პარასპორტსმენებს შორისაა, ვინც ბრაზილიიის 2016 წლის პარაოლიმპიადისთვის ემზადება და ლიცენზიას ელოდება. დათო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია და მომავალი კარდიოქირურგია, მაგრამ მედიცინის პარალელურად სპორტს დიდი დროს უთმობს და ცდილობს სხვა შშმ პირებსაც გაუღვივოს სურვილი აქტიურად ცხოვრების და სპორტით დაკავების.

X

თემო გოცაძე პირველი იყო ქართულ ტელესივრცეში ვინც ეტლით სცენაზე იცეკვა. წლების წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ცეკვა ის საქმე აღმოჩნდა, რომელთან მიბრუნებაც თემოსთვის ყველაზე ადვილი და თან სასიამოვნო იყო. პარამოცეკვავე მსოფლიო ტურნირისთვის ემზადება და ამისთვის რეპეტიციების პარალელურად ფიზიკურადაც ვარჯიშობს. თემოს უნდა თავის ქვეყანაში მიღწეულ წარმატებას საერთაშორისო ასპარზზე აღებული მედლებიც დაუმატოს.

X

ნიკოლოზ თვაური საქართველოში პირველი პარამოცურავეა. ტრავმის შემდეგ ცურვა იყო ის გზა, რომელიც მან სახლში ყოფნას არჩია. ნიკა დედასთან ერთად ცხოვრობს და ყოველდღე 8 საათს ვარჯიშობს იმისთვის, რომ ბრაზილიის პარაოლიმპიადისთვის ლიცენზია აიღოს და 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა. ნიკა 16 წლის იყო, როდესაც ხელში ყუმბარა აუფეთქდა. ინციდენტის შემდეგ მას 300 ნაკერი და 10-მდე ოპერაცია დასჭირდა. 90-ინების ბოლოს, 2000-იანი წლების დასაწყისში მხედველობა დაქვეითებული ადამიანისთვის ცურვის დაწყება წარმოდუგენელი იყო. ნიკას მწვრთნელს, ჰენრი კუპრაშვილს ხელწერილი დააწერინეს იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალ სპორტსმენს რამე დაემართებოდა. მიუხედავად სირთულეებისა, ნიკამ არმხოლოდ ცურვა ისწვალა, არამედ პარაოლმპიადაზეც მიიღო მონაწილეობა. ნიკა ახლა 33 წლისაა და თავის სამომოვლო გეგმებს მხოლოდ ცურვას და პარასპორტს უკავშირებს.