Close Me!

რუსულის ოფიციალურ ენად გამოცხადების მომხრეები

რუსული ენის მეორე, ოფიციალურ ენად გამოცხადების მომხრე მოქალაქეთა პროცენტული წილი რეგიონებში (2001 წელს სტრატეგიული სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა.)

ორი უკრაინა
2014 წლის 21 ნოემბრიდან უკრაინას საპროტესტო ტალღამ გადაუარა. მშვიდობიანი აქციები ფართო მასშტაბიან არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრაციებმა კიევის გარდა, უკრაინის დასავლეთ და ცენტრალური რეგიონების დიდი ნაწილი მოიცვა. გამოსვლების მთავარი მოთხოვნა ევრო ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა მოითხოვეს. უკრაინულ მოვლენებს საქართველოშიც გამოეხმაურნენ. ასობით მომიტინგე რუსთაველზე, ძველი პარლამენტისა და უკრაინის საელჩოსთან აპროტესტებდა უკრაინის მთავრობის პოზიციას. მე ვფიქრობ, ჩვენი წარმოდგენები ამ ქვეყნის შესახებ, ჩემს თაობაში მაინც, ქალებით, ბორშით, ჩერნობილითა და ნარინჯისფერი რევოლუციით შემოიფარგლება. საბოლოოდ, ნარინჯისფერმა რევოლუციამ ბრძოლა მაინც წააგო. მომდევნო არჩევნების შედეგად, ხელისუფლების სათავეში ვიქტორ იანუკოვიჩი - პრო-რუსული უკრაინა მოვიდა. რა არის ეს პრო რუსული უკრაინა? ამ თემაზე მუშაობის დაწყებამდე მეც არ ვიცოდი რა იყო ორ, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი? და რატომ იძენდა ეს დაპირისპირება ამხელა მაშტაბებს? იანუკოვიჩის საწინააღმდეგო ძალების გამოსვლებმა მთლიანად მოიცვა უკრაინის ცენტრალური და დასავლეთ ნაწილები. მაშინ, როცა სამხრეთში და აღმოსავლეთში შედარებითი და შეიძლება, შორ დისტანციაზე მოჩვენებითი, მაგრამ მაინც სიმშვიდე იყო. უფრო მეტიც, კიევის აქციებს პარალელურ რეჟიმში გაუჩნდა ანტი-ევრომაიდანის აქცია. საბოლოო ჯამში, ზერელედ ჩატარებული ჟურნალისტური კვლევის შედეგად იკვეთება, რომ უკრაინა, როგოც ეთნიკურად, ისე პოლიტიკური გემოვნების კუთხითაც ორ ან უფრო მეტ, განსხვავებულ ნაწილად იყოფა. რეგიონებს შორის სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეც საუბრობენ. ყირიმის ავტონომიურ ოლქში ქვეყნიდან გამოყოფით იმუქრებიან. ამ ჩემი ანალიზნარევი, საბლოგპოსტე ნაწერის დასკვნად კი იმის თქმაც შეიძლება, რომ თუმცა ჩვენი ევროპული მისწრაფებები მჭიდროდაა დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან და იმ შედეგთან, რაც იქ უნდა დადგეს, არსებობს ორი უკრაინა. პირადად მე, ვფიქრობ რომ მშვიდობიანი, კონსესუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებას სჭირდება მხარდაჭერა. იმედია, ორი უკრაინა გარე ჩარევებისგან დამოუკიდებლად შეძლებს გადაწყვიტოს სად უნდა ყოფნა.



ავტორი: გიორგი ჩაგელიშვილი
დიზაინერი: გვანცა გოცირიძე
ვებ-დეველოპერები: თამარ კაპანაძე & შოთა იორამაშვილი