სრულწლოვანების გამოწვევები

სახელმწიფო მზრუნველობამოკლებული ბავშვების მეურვეობას სრულწლოვანების მიღწევამდე ახორციელებს. 18 წლის შესრულების შემდეგ კი მათზე პასუხისმგებლობას იხსნის.

ყოველწლიურად ათობით მოზარდი ტოვებს თავშესაფარს სრულწლოვანების მიღწევის გამო, რის შემდეგაც მათი მომავალი დიდ წილად კერძო სექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო შემოიფარგლება შუამავლის ფუნქციით და ყოველწლიურად აფორმებს მემორანდუმებს სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ბავშვების და მოზარდების შესაბამისი განათლებით და დასაქმების საკითხით უზრუნველყოფის პროცესში.

კერძო ინიციატივების მიუხედავად, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამსვლელ ახალგაზრდებს მაინც უამრავი პრობლემა ხვდებათ. ბევრი მათგანი ვერ რისკავს სკოლის დამთავრებას და პროფესიული განათლების მიღებას ამჯობინებს იმისთვის, რომ სრულწლოვანების მიღწევამდე შეძლოს სამსახურის პოვნა, რომელიც მცირე ანაზღაურებას მაინც მოუტანს თავშესაფრის დატოვების შემდეგ.

სოციალური მომსახურების სააგენტო 2009 წლიდან ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციას. სახელმწიფო მზრუნველობაში მოზარდები სრულწლოვანების მიღწევამდე რჩებიან. ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული 2009 წლიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით არსებული ინფორმაცია, რამდენი ბავშვია ყოველწლიურად სახელმწიფო მზრუნველობაში და რამდენი მოზარდი ტოვებს თავშესაფარს სრულწლოვანების მიღწევის გამო ყოველწლიურად

2231

რუკაზე წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების რაოდენობა რაიონების მიხედვით.