მძიმე ჰაერი
ყოველწლიურად მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს დაბინძურებული ჰაერი იწვევს.
საღამოობით თბილისს თხელი ნისლი ეფინება. ეს ტრანსპორტის გამონაბოლქვია, რომლის წილი დედაქალაქის ჰაერის დაბინძურებაში 95%-ა.
ჰაერის დაბინძურება იწვევს სიმსივნეს.
თუმცა, ვიდრე არ არსებობს კვლევა, მეცნიერები გახშირებული დაავადებების ჰაერის დაბინძურებასთან კავშირზე, საქართველოში მხოლოდ ვარაუდობენ.
საქართველოში მილიონამდე ავტომობილია რეგისტრირებული. აქედან 900 ათასამდე მანქანა ათზე მეტი წლისაა.
2004 წლიდან მანქანები ტექნიკურად აღარ მოწმდება. ტექნიკური დათვალიერების შემოღება 2017 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
ჩვენ ვირჩევთ მეგობრებს, პროფესიას, საკვებს, ტანსაცმელს, სახლს, სადაც ვიცხოვრებთ. მაგრამ ვსუნთქავთ ჰაერს, რომელსაც სუნთქავს ქალაქი.